საქართველოში 13 თებერვალს 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი დმანისის რაიონი, სოფელი სამება იყო. თუმცა, ბიძგები იმდენად დიდი იყო, რომ თბილისშიც საგრძნობლად იგრძნობდა.
მიუხედავად ბიძგების სიდიდისა, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ მოქალაქეებში შიში გაჩნდა. გაჩნდა ასევე კითხვები, თუ რამდენად გაუძლებს ახალაშენებული მაღალსართულიანი კორპუსები ასეთ დიდ მიწისძვრებს?
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, თბილისში ბოლოს 2002 წელს იყო ყველაზე დიდი მიწისძვრა და ამის შემდეგ საქართველოში მიწისძვრები გახშირდა. მისივე თქმით თბილისში სეისმური რისკები მომატებულია და ამ მხრივ საქართველ აქტიურ ფაზაშია შესული.
„13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა საკმაოდ მაღალ კატეგორიაში გავიდა. კარგი იყო ის, რომ ეპიცენტრი თბილისთან ახლოს არ იყო, რადგან დედაქალაქში რისკი უფრო მაღალი იქნებოდა, რადგან ბევრი მეწყერსაშიში ზონაა.
თბილისში ინტენსიური მშენებლობები მიდინარეობს და ისმევა კითხვა სეისმურად რამდენად მდგრადია ეს ყველა ახალი შენობები?! - ვშიშობთ, ბევრ შემთხვევაში აშენებული ისე არ არის, რომ ძლიერ მიწისძვრას გაუძლოს. ამიტომ, თბილისის მერიას შესაბამისი სამსახური უნდა ჰქონდეს, რადგან როდესაც არქიტექტორის სამსახურის მშენებლობის ნებართვას იძლევა, ამ დროს უპირველეს ყოვლისა სეისმური მდგომარეობა უნდა იყოს შესწავლილი“, - განუცხადა for.ge-ს ნინო ჩხობაძემ.
მისივე თქმით, ადრე თუ მშენებლობისას გასათვალისწინებელი იყო ის, რომ კორპუსს 9 ბალისთვის გაეძლო, ახლა ეს ნორმატივები შეიცვალა.
„დღეს გასათვალისწინებელია შენობის კონსტრუქციები და ასევე, როგორია შენობის მდგრადობა. საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გვევალება, რომ ახალი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები დავნერგოთ. ვიცი, რომ ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო სერიოზულად მუშაობს და ამ წლიდან აღნიშნული სტანდარტი ნელ-ნელა უნდა შემოვიღოთ. თუმცა, ჩემი კითხვა ყოველთვის იყო და იქნება, რა ვუყოთ იმ სახლებს, რომლებიც ახალი სტანდარტებით არ არის აშენებული და რამდენად უსაფრთხო იქნება იქ მყოფი მაცხოვრებლებისთვის?“, - გვითხრა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა.
სეისმური ნორმების შეცვლაზე საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი. მისივე თქმით, არა მარტო ახალი შენობების, არამედ ძველი კორპუსებს სეისმოლოგიური მდგრადობის პროლემებიც არსებობს.
„ასეთი მიწისძვრა დიდ ქალაქთან ახლოს სახიფათოა - თბილისთვის ძალიან სახიფათო იყო. არსებობს სეისმური ნორმები, რომლებიც არეგულირებს მშენებლობას, თუმცა ეს ნორმები ძველია და შესაცვლელი და გასაახლებელია. ვერ გეტყვით, რამდენად სრულდება, მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თან ეს უფრო მშნებლების და კონსტრუქტორების საქმეა. თუმცა ერთს გეტყვით, თბილისში პრობლემური არა მარტო ახალი მშენებლობებია, არამედ ძველი ნაგებობების სეისმური მდგრადობის პრობლემებიც არის და აღნიშნული შესასწავლია.
თბილისი 8-ბალიან სისტემაშია და შენობები შესაბამისი ნორმებით უნდა აშენდეს. აღნიშნული ნორმები საქართველოში 2009 წელს არის მიღებული. რუკა რომელიც ამ ნორმებს საფუძვლად უდევს, 1999 წელს გაკეთდა და ეს რუკაა შესაცვლელი, რომელიც უკვე მზადდება, ანუ ევროპული ნორმებს მივიღებთ.
საერთოდ, ეს ძალიან რთული და მრავალმხრივი პრობლემაა. ჩვენ მიწისძვრებს ვსწავლობთ, მაგრამ მთავრობის მხრიდან უნდა იყოს ზედამხედველობა, თუ როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის მშენებლობა. თუმცა, ეს პრობლემა ახლა არ დამდგარა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, დაახლოებით 80-იან წლებში ბევრი შენობა კონსტრუქციულად არ იყო სწორად აშენებული და არც ხარისხით არ გამოირჩეოდა. ეს 90-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრებმაც დაადასტურა, მით უმეტეს თბილისში ძველი საუკუნის სახლების პრობლემაც არსებობს. ასე რომ, ეს პრობლემა მარტო ახალ მშენებლობას არ ეხება“, - განუცხადა for.ge-ს ზურაბ ჯავახიშვილმა.
ცნობილ სეისმოლოგს უჭირს თქმა, თბილისში რომელი რაიონია ყველაზე მეტად სეისმურად რთული.
„თბილისი არ არის ისეთი დიდი ფართობის, რომ სერისმურად ზონებად იყოს დაყოფილი. თბილისში ლოკალური-გეოლოგიური პირობები ძალიან პატარა მანძილზე იცვლება. ასე რომ, ერთგან თუ კარგი პირობებია, შეიძლება ათეული მეტრის დაშორებით ცუდი იყოს. დედაქალაქი სეისმურად ერთნაირ პირობებშია“, - გვითხრა ზურაბ ჯავახიშვილმა.
რა მოთხოვნები აქვს მშენებელთან თბილისის მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, ამ კითხვით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მივმართეთ.
როგორც მერიის არქიტექტორის სამსახურში for.ge-ს განუცხადეს, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
„მშენებლობის გაცემის ნებართვა შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება, რაც ითვალისწინებს შესაბამისი კლასის ობიექტისათვის ნებართვის ეტაპზე, როგორც გეოლოგიური კვლევის (რაც თავის მხრივ მომზადებული უნდა იყოს საპროექტო ნაკვეთზე ტერიტორიის შესწავლოთ), ასევე ამავე კვლევის საექსპერტო შეფასებისა და შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტის (ასევე შესაბამისი საექსპერტო შეფასებით) წარმოდგენას. ნებართვის გაცემის საფუძველია მხოლოდ დადებითი საექსპერტო დასკვნა.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენ ბალზეა გათვლილი ახალი მშენებლობები, როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების სეისმური საშიშროების რუკის მიხედვით, თბილისი მდებარეობს 8 ბალიან სეისმურ ზონაში (სკალა MSK64), სწორედ აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით ხდება საპროექტო შენობა-ნაგებობის დაპროექტება და ექსპერტიზა“, - გვითხრეს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.
ცნობისთვის, 2002 წლის 25 აპრილს, თბილისში საკმაოდ დიდ სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდა 4,5 იყო, მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში - 7 ბალს შეადგენდა. ეპიცენტრი იყო ჩუღურეთიდან თბილისის ზღვის მიმართულებით. აღნიშნული მიწისძვრის დროს დაიღუპა 5 კაცი, დაზიანდა 12 ათასი შენობა, განსაკუთრებით ძველ უბნებში - ჩუღურეთში, სოლოლაკში, ნაძალადევში და მთაწმინდის რაიონში.
კომუნისტების დროინდელ მშენებლობებს თავი დააანებთ.....ნამეტნავად მათ კონსტრუქციულ ნაწილს
კომუნისტების აშენებული რომელი სახლი დაზიანდა მიწისძვრით?--ერთი მაინც დაასახელეთ ........ვარკეთილისკენ რამდენიმე სახლის ფუნდამენტი დაჯდა, მაგრამ ის გეოლოგ--გეოდეზისტების კისერზეა და არა მშენებლების....ეგენი მიწისძვრით არ დაზიანებულა...
თქვენ დღევანდელი მშენებლობა და მათი კონსტრუქციული ნაწილი მოიკითხეთ ესე 20--30 წლის მერე (თუ გაძლო მამამდე) .... ისა სჯობია....
--ილიაუუუუუ......რა უნდა ილიააააააუუუუუუუუ---ში(პუშკინში) მშენებეელს ან გეოდეზისტს??
გეპეი რატო ჩაკლეს???....ყველაფერი ყირაზე დაააყენეს და ეხლა ,,,უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ,,,
მერე იტყვიან დაინგრაო......
დღეს ვისაც არ ეზარება ყველა მშენებელ --ბიზნესმენი გახდა ...(ექიმი იურისტი ბუღღალტერი)......და დაინგრევა აბა რა იქნება??
დღეს მშენებლობებზე პროფესიონალ მშენებლებს სანთლით ვერ იპოვით .....დაჟე მშენებლებს ახლოსაც არ იკარებენ ...(ერთ დროს მეც ვეცადე მაგრამ ისეთ რამეეებს აკეთებდნენ, .იქ მე ვერ გავჩერდებოდი)
ასეა ყველა დარგში მაგრამ .........არა უშავრა ....... მშენებლობაში მიწისძვრა ყველას ჭკვას ასწავლის..
მერე ხალხიიიი?/.......რა დროს ხალხია...... ბიზნეს ......... ბიზნესსს
კი მაგრამ ზედამხედველობის სამსახური მარტო სიაფანდზეაა??
ჩვენ დროს ქარხანაში ერთი ახალმოსული მუშა დაიღუპა...(ძველი მუშების დაუდევრობით)
რა ამბავი დატრიალდა მაშინ იმაზე იციით??.....ცეხის უფროსიდან დაწყებული გლავკის უფროსის ჩათვლით(მინისტრად ვეღარ გადავიდა) ვერტიკალზე ყველა მიასიქტიმეს(ხუთი კაცი)------ზოგი მოხსნეს და ზოგიც მიმაგრებაში გაუშვეს .....დაღუპულის ოჯახს კიდევ ბინა მისცეს
ეხლა?? დღეგამოშვებით ხალხი ეხოცებათ და ესენი კიდევ........იქაც ბანტიო...
ამაშიცა ჩანს რა დონის მშენებელობები გვაქვს .....ამათ ხალხის სიცოცხლეც კი კიტრზე ჰკიდიათ და სახლებს ააშენებენ ნორმალურეებს?
ან ამათ ხელში ბეტონი იქნება ნორმალურიი?........ამათ დაჟე .თითოეულ კორპუსის მშენებლობაზე თითო პროფესიონალ;ი მშენებელიც კი არა ჰყავთ....
ჰოოოდა ნორმალურს როგორ აააშენებენ ...................... .თუ არადა წადით და ნახეთ
ჩხობაძე .......გოდოლაძე .....მაგათი ნატრაკი არ გაიშვას და მაგათი შემოწმებულ;ი გეოლოგია--გეოდეზია
ზნიეპზე გამხსენდა .
..ბოკერიას ცოლისდამ რომ ზნიეპის შენობაში რუსთავი--2 გადასაღები სტუდია თუ რაღაც მაგდაგვარი რაღაცა რო მოაწყო
,მაშინ იმ ე.წ. ,,სტუდიის,, თავის ჭკვაზე მოწყობა- გაფართოებისთვის იმ ზნიეპის შენობას კოლონის ჩაშკა გამოაცალეს (ფაქტიურად ფუნდამენტი) .
ფუნდამეტის გამოცლის მერე ის შენობა რამდენიმე დღეში თავზე ჩამოენგრათ( ორი ადამიანი დაიღუპა)
ბიჯოოო................. სახლს საყრდენი ფეხი გამოაცალეს და დაინგრეოდა აბა რა მოუვიდოდა?
ხოოოდა მაშინა თქვეს უნამუსოდ ....კომუნისტების აშნებული ბრაკი იყოვო....
არადა ზნიეპის შენობა და .......................... ბრაკიიი???
მაგრამ არ იცოდნენ ზნიეპი რა იყო და ეგ სისულელე თავისგასამართლებლად იმიტომა თქვეს ....................ვინ იყო მომდავებელი ???
ეხლაც ესე აკეთებენ ------- აბა კუდს ვინ მოიჭრის?
ჰოოოდა ესე რა ჩიტებსაც დაიჭერენ სუ დღევანდელ მშენებელ ---ბიზნესმენებისა იყოს ....