ირანში, ხუზისტანის რეგიონში, კაცმა 17 წლის გოგოს, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი მეუღლე იყო, თავი მოჰკვეთა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
„ირანული IRNA იტყობინება, რომ გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ დადის მკვლელობის შემდეგ კაცი ქალქ აჰვაზის ქუჩებში, იღიმება და ერთ ხელში დანა, მეორეში კი, გოგოს მოკვეთილი თავი უჭირავს“, - წერს CNN-ი.
არსებული ინფორმაციით, გოგო, მოკვლამდე 4 თვით ადრე, თურქეთში, თავის ოჯახთან გაიქცა, თუმცა მამამისმა კვლავ უკან, ირანში გაგზავნა.
ის 12 წლის იყო, როდესაც დააქორწინეს. ირანში, ქორწინების მინიმალური ასაკი გოგოებისთვის 13 წელია, ხოლო ვაჟებისთვის 15 წელი.
კაცი დაკავებულია. შესაძლოა, სასჯელი დაემუქროს მათაც, ვინც შემზარავი ვიდეო გააზიარა და გაავრცელა.