„რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინის და დასავლეთისთვის დაგებულ ხაფანგში თვითონ ჩაყო ფეხი და ახლა დასავლეთი ეხმარება ამ ხაფანგიდან ფეხის ამოღებაში - მას ეგონა, რომ ომით შეაშინებდა დასავლეთს, რითაც ის არ შეშინდა“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან რუსეთ-უკრაინაში შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დიდი შანსია, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვლის თვეში შეიჭრას. რამდენად რეალურია ეს? როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პოზიციისა და უკრაინის შემართების ფონზე, რუსეთი უკან ხომ არ დაიხევს?
- რუსეთი აშკარად გაიჭედა თავის ხაფანგში, რომელიც დასავლეთს დაუგო. რუსეთს ორი ამოსავალი საყრდენი ჰქონდა: პირველი და მთავარი, დასავლეთი არ ჩქარობს და არც აქვს სურვილი, განიხილოს უკრაინის და საქართველოს ნატო-ში მიღება, ამას რუსეთი გრძნობს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო მოდის დემოკრატიიდან და არ ჩანს დასავლეთის სურვილი, იბრძოლოს საქართველოსთვის.
რუსეთი ფიქრობს, რომ დასავლეთი არის სუსტი და აქ გაიჭედა მისი ხაფანგი. რუსეთში ადამიანებზე აქვთ გათვლა, იგი ვერ ხედავს ინსტიტუტებს. მოინდომა, რომ შეეშინებინა ბაიდენი, აღმოჩნა, რომ იქ ბაიდენი არაა, დემოკრატია და ინსტიტუტებია. ამ დროს რუსეთს უცებ წინ დაუდგა ძალიან მაგარი ლითონის კედელი და მან ამ კედელს შუბლი მიარტყა. ამით დასავლეთმა უთხრა: „რადგან ამდენს გეფერებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ჩვენი ტოლი ხარ“. რა თქმა უნდა, დღეს პუტინმა შეიძლება ომი დაიწყოს, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. რუსეთი ჭაობში ჩაეფლობა. მას ეგონა, რომ ომით შეაშინებდა დასავლეთს, რითაც ის არ შეშინდა. ახლა დასავლეთი წერილს გაუგზავნის, როგორ შეუნარჩუნოს რუსეთს სახე, გამოიყვანოს სიტუციიდან, რომ რუსეთი მთლად ჩაფლავებული არ იყოს. შეიძლება უთხრას, რომ უკრაინის საზღვართან ჯარი ჰყავდეს, ოღონდ გარანტია მისცეს იმის, რომ არ შეიჭრება.
ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით დასავლეთი არ დაიხევს უკან, შეიძლება რუსეთს გაურიგდეს, რომ უკრაინა და საქართველო ჯერ მაინც არ არიან მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად და დიდხან ვერ გახდებიან ნატო-ს წევრი. მე მოვუწოდე საქართველოს პრეზიდენტს, ჩასულიყო უკრაინაში და იქიდან გაეკეთებინა განცხადება, რომ მოგვეცით მაპ-ი. დღეს კონტრ-შეტევაა საჭირო რუსეთის წინააღმდეგ, საჭიროა ითქვას, რომ ჩვენ გვჭირდება მაპ-ი.
ნებისმიერი ფორმით, რუსეთისთვის ომის დაწყება იქნება მისთვის ძალიან რთული. რუსეთში ეკონომიკა იმდენად სუსტია, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე ზემოქმედებს რუბლის კურსი, რაც რუსეთისათვის ძალიან დამაფიქრებელია, რამდენად უღირს მას ხანგრძლივ ომში ჩართვა. უკრაინაში ომი არ დამთავრდება 5 დღეში, როგორც ჩვენთან, იქ ხანგრძლივი ომი იქნება, ომი 2 თვე მაინც გასტანს. სიტუაცია აშკარად რთულია, რუსეთი მიხვდა, რომ უკრაინისა და დასავლეთისთვის დაგებულ ხაფანგში, თვითონ ჩაყო ფეხი და ახლა დასავლეთი ეხმარება ამ ხაფანგიდან ფეხის ამოღებაში.
როგორც ვიცით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ შეთანხმდა, პარლამენტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. რითი აიხსნება ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ტექსტში სიტყვა „რუსეთი“ არ არის ნახსენები? რამდენად სწორი იქნება პარლამენტში ორი - მმართველი პოლიტიკური ძალისა და ოპოზიციის რეზოლუციების შეტანა? ეს დასავლეთისა და უკრაინის თვალში საქართველოს იმიჯს ხომ არ დააზიანებს?
- უკრაინას მხარდაჭერა არ სჭირდება, ის მხარდაჭერილია ძალიან მაღალ დონეზე, მთელი მსოფლიო უჭერს მხარს. პრობლემა უკრაინაში არ არის, პრობლემა საქართველოშია. რეზოლუციის მიღებით და უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ საქართველოს ვუჭერთ მხარს. მსოფლიოს ვეუბნებით, რომ „ჩვენ თქვენთან ვართ“. სირცხვილის მომენტი ის არის, რომ ჩვენ არსად არ ვართ, შესაბამისად - საბოლოოდ ვართ რუსეთთან. ეს რეზოლუცია არის სამარცხვინო, რომ რუსეთს არ ახსენებენ.
საქართველო ისევეა დაზარალებული რუსეთისგან, როგორც უკრაინა. არ მესმის ეს პოზიცია, თუკი ჩვენზე ვამბობთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რატომ ვერ ვამბობთ ამას უკრაინასთან მიმართებაში? ამით უარესს ვაკეთებთ, რადგან რუსეთი თვლის, რომ საქართველო იმდენად ბეჩავი გახდა, თუკი ხელს წამოვარტყამთ, ყველაფერი წესრიგში იქნება. რეზოლუზიციაში ჩვენი თავის დაცვა გვჭირდება და არა უკრაინის. ამიტომ, საჭიროა ორი რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ოპოზიციის მიერ მომზადენული ჩავარდება, მაგრამ გამოჩნდება რა უნდოდა ოპოზიციას.
ასევე, მინდა გკითხოთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი გამოკითხვის შესახებაც, NDI-ს საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ძალიან მაღალია ის პროცენტი, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ სურს ხელისუფლებაში. თქვენ პირადად, რა გიჩვენათ NDI-ს ბოლო კვლევებმა?
- ეს კვლევა ჩვენი სარკეა. გამაოგნებელია „ქართული ონცების“ რეაქცია იმის მაგივრად, რომ თქვას, „აქ სერიოზული ნიშნებია და საჭიროა მუშაობა“, - მთლიანად უარყოფენ. ამით კიდევ უფრო აღიზიანებენ იმ ხალხს, ვინც მათი წინააღმდეგია. საზოგადოება არავის ენობა, არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ ოპოზიციას. 60%-ზე მეტს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ მას არ უნდა არც ერთი პარტია, რომელსაც დღეს ხედავს.
დღეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სულ ილაპარაკოს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, - ერთმანეთს აძლიერებენ. „ნაცმოძრაობა“ სუსტდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ძლიერდება „ნაცმოძრაობის“ ასეთი უუნარობით და უპერსპექტივობით. რა თქმა უნდა, პრობლემა „ქართულ ოცნებაშია“, რადგან ის არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობას“ ბერავს და ბერავს. „ქართული ოცნება“ მკვდარ „ნაციონალურ მოძრაობას“ აყენებს კედელთან, იმის მაგივრად, რომ დამარხოს მიწაში.
რას არის გამოსავალი იმ ვითარებიდან, სადაც ახლა ვართ?
- ჩვენ გამოსავალში უკვე ვართ. მეტროში ბოლო სადგური რომ დაგავიწყდება რომელია, გაჩერდება მატარებელი, ყველა ჩავა და შენ ზიხარ მატარებელში, ასეა, - ჩვენ ჩამოვედით უკვე. ასე ცხოვრობს დედამიწის ზურგზე მოსახლეობის 80%, - არადემოკრატიაში. მოსახლეობის დანარჩენი 20% ცხოვრობს დემოკრატიაში. ვიღაცას რომ ჰგონია, სადღაც მივდივართ, ჩვენ ჩამოვედით უკვე, არადემოკრატიაში ვართ. რადგან ხალხი ამაზე არ შთოფავს, ქუჩაში არ გამოდის, არ აპროტესტებს, ე.ი. კმაყოფილია ამ სადგურით, რომელსაც ჰქვია არადემოკრატია, - ბოლო სადგურია, ჩამოვედით, კარები იხურება.
დედამიწის ზურგზე მოსახლეობის 100% ცხოვრობს ფეიკ დემოკრატიაში!!!
ე.ი. რუსეთი თუ მე-3 მსოფლიო ომს არ იწყებს და ფრთხილობს ეს მისი სისუსტის ნიშანია?!
აღარ გავაგრძელებ, ვერ ვხედავ აქამდე რაც დავწერე. აზრი გამიწყდა?!
ეტყობა ასეთი 1 ხაზიანი ფორმატი იმიტომ შემოიღეთ, რომ როგორმე განგვდევნოთ ამ კომენტარებიდან და ლიბერასტმა, გარყვნილი, სრულიად დაცემული დასვლეთის გულით მეხოტბე ზაქარეიშვილებმა იჯეჯილონ?! ეს რასაც ეს ბატონი ინტერვიუში ამბობს ალტერნატიული აზრი არ არის. ეს არის სრული მორღვევა, ყოველგვარი რეალობის შეგრძნების დაკარგვა! დამოუკიდებლობის ამ 33 განვლილ წლებში დამოკრატიის დანერგვის პროცესმა საქართველო დააქცია - მოსახლეობა ფიზიკურად განადგურდა - 5,5 მილიონიდან 3,5 მილიონ ადამიანამდე შემცირდა. ადამიანთა შორის ურთიერთობის კულტურა დაეცა მთლიანად. უფრო მეტიც, ეს 33 წელია პერმანენტული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც ძირითადად ცივი ომის სახეს ატარებს ხან კი გადის ცხელ ფაზაში. მაგალითად 20 ივნისი, 5 ივლისი, 26 მაისი, 7 ნოემბერი. კიდევ ერთხელ დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიების 2%, მოძმე აფხაზი და ოსი ეროვნების ხალხი მტრად, სამკვდრო-სასიცცხლო მკვდრად გადაგვეკიდა! სხვას რომ თავი დავანებოთ, მამის სახელიც კი დავკარგეთ! გაჭირვება, სიდუხჭირე მძვინვარებს ქვეყანაში და სწორედ დემოკრატიის გამო! იმ დემკრატიის , რომელიც 1 ადამიანს აძლევს საშუალებას ათასნაირი უნამუსო ხრიკებით დააგროვოს მილიარდობით ფინანსები და ქონება, ხოლო ათასებს და მილიონებს უმუშევრობისა და სიდუხჭირის გამო სასიკვდილოდ წირავს!!! ვეკითხები ამ კაცს რატომ მოგვიჩოჩდა ეს აშშ და მისი უკანალის მწმენდელი ევროკავშირი და ე.წ. დიდი ბრიტანეთი? რა უნდათ საქართველოში რა დაკარგვიათ, როდის აქეთ არიან ჩვენი ნათესვ- ჭირისუფალნი?! ზაქარეიშვილო გეკითხები და მიპასუხე?! ხომ ამგვხადეს სული!
გაზივით არ მოგკლავს და არ დაგაძინებს, მაგრამ კლინიკები სავსეა ავადმყოფებით, რას ვუძლებთ?
დემოკრატიამ და თავისუფლამა ბაზარმა მოიტანა ეს! კონტროლი დაკარგულია და მიშვებულია როგორც ნახირი საძოვარზე!
ტვინი გამოურეცხეს ლიბერალების შემყურე ტელევიზიებმა!
ღმერთმა დაიფაროს რუსეთმა დაიწყოს ომი! უკრაინას რეზულუცია და წერილების წერა არ უშველის, რეალური მხარდაჭერა არც ევროპიდან აქვს და არც ამერიკიდან! სანქციები გაიკეთონ სენატში და იარონ!
ნეტა დარჩააა კიდევ სადმე ამერიკის კონტინეტზე კოლუმბის ძეგლები დასანგრევიიი??
მაგრამ მარტო კოლუმბს ვინღა ჩივის, ზედ ჯეფერსონ ვაშინგტონებიც მიაყოლეს
უწიათ ჩემმა ლანძღვა გინებამ უწიათ......ჯერ სად არიან ყველაფერი წინაააქვთ...წინ.....
იქ ეხლა პერესტროიკააა, პერესტროიკა.... ჰოოოდა მისავალი მიუვათ
რაც მაგათ მსოფლიოს უყვეს, ბუმერანგივით ზუსტად ის დაუბრუნდებათ
როგორ ..... სსრკ--ს შერჩააა თავის გოთვერნობებიიი??
ჰოოდა ზუსტად ისევე მოუვათ მაგათაც....
მაგათ რააა მისავალი არ მიუვააათ?? რათა ეგ კაი ქვეყანააა და არ დაინგრევააა?/
რათა მარტო სსრკ იყო ცუდი და ეგენი ანგელოზები არიააან..... ეგენი კაი ხალხია და სსრკ ცუდები იყვნეეენ
ერთი ქაქია ორივე და ორივეს ერთი ბოლოც ექნება
იტყვით რაც ელანდებაო.......
რაც მელანდება კი არა, ეგრე იქნება ეგრე
არც კოლუმბს რო ვაგინებდი იმისა გჯეროდათ, მაგრამ კოლუმბი ხომ ტრიალებს ეხლა საფლავში ვერტალიოტივით
ჰოოოოოდა................ ჰოოოოდა მარადჟამ ქუნემ კოლუმბი!!!!
საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მომავალი არავის აინტერესებს.
არავინ არ გაატოკებს თითსაც კი, რომ ჩვენი კატასტროფული მდგომარება შეამსუბუქოს.
იმიტომ არ დაანგრიეს სსრკ, რომ მერე რესპუბლიკებისთვის ეშველათ.
ამიტომ არ მოუყვანიათ დორბლიანი, რომ ქვეყანა აეყვავებინათ.
გლობალიზაციას კაპიტალიზმის პროექტია და კაპიტალიზმს თავისი წესები აქვს.
კაპიტალიზმის წესები "კაპიტალშია" ჩამოყალიბებული, მაგრამ "კაპიტალის" წაკითხვა არავის არ უნდა. დღევანდელი მასმედიით ეს გადმონაშთია, ცრუმეცნიერება და საერთოდ სირცხვილია მისი კითხვაც კი.
არავის არ აინტერესებს სხვა.
არიან მსოფლიო ღლავები, რომლებმაც უნდა იცხოვრონ.
დანარჩენები მხოლოდ ნედლეულის დანამატია მათი კარგად ცხოვრებისთვის საჭირო.
კაპიტალიზმშია მთელი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა უკვე 200 წელია. კაპიტალიზმია ინდოეთში, პაკისტანში, მთელ არაბულ სამყაროში, აფრიკაში, მაგრამ ვერავინ ვერ დაიხეთქა. კაპიტალიზმი შეიტანეს ბალტიის ქვეყნებში და დაიქცა მთელი ბელტიისპიტეთი. განადგურდა ეკონომიკა, განათლება. დაიცალა ქვეყნები. დარნენ მხოლოდ პენსიონერები.
ამიტომ, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ჩვენ ამ ევროპა, ან ამერიკა გვიშველის, პირჯვარი გადაისახოს და მამაო ჩვენო წაიკითხოს.
ჩვენითავი ამჯერად "ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს", მაგრამ არ გვეყუდვნის. არც ამის უფლებას არ მოგვცემენ.
ასე ეწერა სუნ ცზის, ასე უწერია დიდ მაკიაველის.
მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილა.
ჩვენი მყოფადობა აღარ არსებობს და აღარც იქნება.
ზღაპარია ეს ყველაფერი.
მორჩა ჩვენი ქვეყნის სიდიადე, რომელიც მხოლოდ ომ სისტემისას შეიძლებოდა.
ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს რეალურ ყოფიერებას.
როგორც ვამუშავებდით მიწას 100 წლის წინ, ისე იქნება ამჟამადაც.
აღარ არის ინდუსტრია და აღარ იქნება ეკონომიკა.
ქვეყანა, რომელსაც ინდუსტრია არ გააჩნია, მას ეკონომიკა არ აქვს.
ორჯერ ორი ოთხს ამბობ გეთანხმები მაგრამ ......რა ვიცი, ..
რასაც შენ ამბობ ეგენი უკვე საქართველოს მოსახლეობის 60 % უკვე თავის თვალით დაინახა(გაიზარდნენ)... მიხვდნენ კიდეც ყველაფერს , მაგრამ
თუ გარემო(პავლოვი) არ შეიცვალება, თუ ტელევიზიებში ისევ ეს წარღვნა--მეწყერი იქნება..ქვეყანას არაფერი ეშველება
ვიღაც ახალი ეროვნული კაცი უნდა გამოჩნდეს და გაათრიოს ეს ნაგავი..........
ისე რეებსაც შენ ამბობ მხოლოდ და მხოლოდ .............არც ვიცი, რა ვთქვა, რა გითხრა
მეც მემართება შენნაირად ხოლმე ....შიგა და შიგ მეცა ვფეთქდები მასე , მაგრამ..... ეგ მხოლოდ საკუთარ თავთან ბრძოლას ემსგავსება(დონ კიხოტობას რომ არ შევადარო)
აკაკი ბაქრაძეს ააქვს ნათქვამი......... გმირებს(ლიდერებს) ეპოქა შესაბამის გარემოებების მომენტაში, თვითონ შოობს ხოლმეო......(მაგალითები მოჰყავდა ხოლმე). ისე საერთოდ ისტორიულადაც ყოველთვის ასე იყო ხოლმე----- ათას მედროვეს(დაჟე უფრო მეტს) ყოველთვის ერთი ვიღაც თავდადებული მიათრევდა და ნამუსს წმენდა ხოლმე ქვეყანას
მოკლედ რაღაც მასიურ გამოღვიძებას ველოდები მე მხოლოდ......... მხოლოდ მაშინ იქნება ერის სულიერი და მორალური განწმედა, აი მაშინ გაუნათდება ხალხს გონება და აი მაშინ ექნება ყველაფერს აზრი
კი....... ბარათაშვილისა არ იყოს, წყალში არ ჩაიყრება ეს აქური ჩვენი ბევრი ღამეების თენება, მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ, რომ ვინმე ჩვენ ოდნავ მაინც რამეში გვისმენდეს.... იშტაც იმიტომ იკარგება ხოლმე .....თორემ გახსოვს ადრე სუ ,,ვეფხისტყაოსნებს,, ვწერდი ხოლმე ...ეხლა კი
მხოლოდ ....ვპარტიზანობ....
ისე კი.......ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მთლად მართლა წყალს არა ვნაყავდეთ