„თეორიულადაც რომ განვიხილოთ რასმუსენის ფორმულა - შეგვიყვანონ ნატოში ჩვენი ორი რეგიონის გარეშე, მეორე დღესვე მოხდება ამ სახელმწიფოების არა მხოლოდ ცნობა, არამედ ყველა არსებული კავშირებში მათი შეყვანა“

„თეორიულადაც რომ განვიხილოთ რასმუსენის ფორმულა - შეგვიყვანონ ნატოში ჩვენი ორი რეგიონის გარეშე, მეორე დღესვე მოხდება ამ სახელმწიფოების არა მხოლოდ ცნობა, არამედ ყველა არსებული კავშირებში მათი შეყვანა“

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ჩვენი ნატოში ინტეგრაციის შორეული ბუნდოვანი პრესპექტივების ფონზე, დღეს, სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-თან არსებული ურთიერთობების გადაფორმატება რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით. მისი თქმით, ჩვენ გვაინტერესებს დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-თან რა ტიპის ურთიერთობებს ვალაგებთ, რომ ამ რისკების გათვალისწინებით დაცული იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მისი ეკონომიკური მდგრადობა.

for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.

„ნატო-მ - მოდი, ის ღია კარი კი მივხუროთ, მაგრამ მე ჩემი მხრიდან „გლაზოკს“ დავიტოვებ, შენ შენი მხრიდან კიდო „ზვანოკი“. პერიოდულად დარეკე ხოლმე - მე სულ სახლში ვარო“, - ძალიან საინტერესო იყო თქვენი ეს სტატუსი. პერიოდულად გვპირდებიან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, წლებია ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ დაპირების იქით ვერ წავედით. ტრადიციულად, რუსეთი ახალ მოთხოვნას აყენებს, რომლის თანახმად მომდევნო სამიტზე უნდა შეიცვალოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო და უკრაინა არ გახდებიან ნატოს წევრი. ამ დაპირებებისა და მუქარის ფონზე, რა მოლოდინები გაქვთ?

დავით ქართველიშვილი: 14 წელია ვიმყოფებით ამ მოლოდინების მძევლობაში. როგორც ჩანს, ეს მძევლობა კიდევ გაურკვეველი ხანს გასტანს საქართველოსთან მიმართებაში. ამ დროს, ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იცვლება. საშობაო წირვისას ბელარუსიის პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ 2022 წელიწადი იქნება ახალი კავშირის ერა - ბელარუსი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ეს არის რაღაცა ახალი პოსტსაბჭოური კონფიგურაციის შექმნის დაანონსება, რომელსაც მოლოდინის ტყვეობაში და მძევლობის ფორმატში არ უნდა ვხვდებოდეთ.

დღეს გვჭირდება სასწრაფოდ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-თან არსებული ურთიერთობების გადაფორმატება, ზუსტად ამ რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით. გასაგებია, ჩვენი ნატოში ინტეგრაციის შორეული ბუნდოვანი პრესპექტივები, მაგრამ დღეს გვაინტერესებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან რა ტიპის ურთიერთობებს ვალაგებთ იმ თვალსაზრისით, რომ ამ რისკების გათვალისწინებით დაცული იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მისი ეკონომიკური მდგრადობა. ეს უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ. უნდა გაკეთდეს ამ ორმხრივი მოლაპარაკებების და შეხვედრების რეჟიმში.

როდესაც რუსეთი ღიად საუბრობს, რომ არ დაუშვებს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და, რომ უნდა შეიცვალოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, პარალელურად ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება მოვლენები ყაზახეთში, რა ვითარებაა უკრაინაში, ვითარება მძიმეა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში. ამის ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ორმხრივი მოლაპარაკების რეჟიმი, მით უფრო თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს 3+3-ის ფორმატში...

- 3+3 და ნატო გვერდზე გადავდოთ. დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები სტრატეგიულ, უკვე არსებულ პარტნიორებთან და ამას დავამატებდი ძალიან საინტერესო მოთამაშეს, მსოფლიო დონის ზესახელმწიფოს, როგორიც არის - ჩინეთი, რომელთანაც უფრო მკაფიო ურთიერთობა უნდა დაამყაროს პატარა საქართველომ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ამ პლანეტის ეკონომიკის სფეროში უმსხვილესი მოთამაშეები დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველო დღეს საინვესტიციო თვალსაზრისით არის მიმზიდველი ქვეყანა.

ამას ადასტურებს მსოფლო ბანკის მიერ ჩატარებული ნებისმიერი ბოლო გამოკვლევა, რომლის თანახმად საქართველო შეყვანილია როგორც უსაფრთხო ქვეყნების, ასევე კორუფციისაგან თავისუფალი ქვეყნების რიცხვში, საინვესტიციო თვალსაზრისით, საქართველო გამოცხადებულია ძალიან მიმზიდველ სუბიექტად. ამიტომ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მსხვილი მსოფლიო დონის მოთამაშეების ინვესტირება მოვახდინოთ ჩვენს ეკონომიკაში. დღეს, სასწარფოდ არის შესამუშავებელი გონივრული, წარმატებული საინვესტიციო პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, დაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტი.

კიდევ ერთხელ ვამბობ, გავანებოთ თავი ნატოს, გადავდოთ გვრდით ნატოს მოლოდინები, არ ვიცი რა პეროდით, ეგ თვითონ ნატოს გადასაწყვეტი თემაა და ნუ შევეხებით ამ ახალ ბუნდოვან კონფიგურაციებს, როგორიც არის 3+3. ამ ეტაპზე მივეკედლოთ იმ სტრატეგიულ პარტნიორებს და მოვძებნოთ გზა ახალ შესაძლო სტრატეგიულ პარტნიორთან - ჩინეთთან, რათა ეკონომიკური ექსპანსია მოვახდინოთ საქართველოს ეკონომიკაში, რომელსაც, რამე რომ იყოს, ზესახელმწიფოები დაიცავენ ყველაზე კარგად, იარაღის გარეშეც კი.

ერთი ნაწილი ამბობს, რომ ნატოში გაწევრიანება ეს არის კონფლიქტების მოგვარების მთავარი გასაღები, მეორე ნაწილი პირიქით საუბრობს, რომ ნატოს წევრობა უფრო გვაშორებს ოკუპირებულ რეგიონებს. ნატოში გაწევრიანება, ალბათ, არ უნდა იყოს მხოლოდ თვითმიზანი. როგორ ფიქრობთ, ნატოს გაფართოება გვაშორებს კონფლიქტურ რეგიონებს და თუ ასეა, რამდენად მართებს აქ საქართველოს ხელისუფლებას თითოეული ნაბიჯის გათვლა, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში და ახალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა რისკებს შეიცავს საქართველოს გაწევრიანება ნატოში?

- ნატოში ვერ ვწერვიანდებით და ამას ხომ ყველანი ვხვდებით, ამაზე მკაფიოდ რა უნდა გვითხრან? რაზე ვმსჯელობთ ჩვენ ახლა, არარსებულ თემებზე? - დავივიწყოთ...

ხომ უნდა ითქვას ღიად, რომ დღეს ვერ ვწევრიანდებით ნატოში, იმიტომ რომ მოლოდინი გაწევრიანების შესახებ საკამოდ მაღალია...

- არ ვწევრიანდებით და იმ თემას შევეხები, რასაც მესამე წელია პერიოდულად აჟღერებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი, რომ იქნებ საქართველო მივიღოთ ნატოში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ეს არის აბსოლუტური სისულელე! თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არაფერი არ უშლიდა რუსეთს და რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ პოსტსაბჭოურ ქვეყნებს, თუნდაც ბელარუსს და ყაზახეთს ამ ხნის განმავლობაში ეცნო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, მაგრამ ამ ნაბიჯს არ დგამდნენ თვით რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი.

მე გაძლევთ პირობას, რომ რასმუსენის იდეა არის გამორიცხული. საქართველოს საზოგადოება და ქართველი ხალხი ამ ნაბიჯს არ გადაადგმევინებს არც ერთ ხელისუფლებას, მაგრამ თეორიულადაც რომ განვიხილოთ რასმუსენის ფორმულა, შეგვიყვანონ ნატოში ჩვენი ორი რეგიონის გარეშე, მეორე დღესვე მოხდება ამ სახელმწიფოების არა მხოლოდ ცნობა იმ პოსტსაბჭოური ქვეყნების მხრიდან, არამედ ყველა არსებული კავშირებში, მათი როგორც დამოუკდებელი ქვეყნების შეყვანა, ეს იქნება ევრაზიული კავშირი, ეს იქნება ის ახალი კავშირი, რომელსაც აანონსებს ლუკაშენკო, მათ შორის სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც იცავს ამ ხელშეკრულებით გაერთიანებულ ქვეყნებს სამხედრო თავლსაზრისით. ზუსტად ეს ძალები მონაწილეობდნენ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებში. ანუ, ჩვენ არა მხოლოდ დე-იურე, არამედ დე-ფაქტოდ ვკარგავთ ამ რეგიონებს. მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც. რამე რომ მოხდეს, უკვე გაერთიანებული შეიარაღებული ძალები მიიღებენ მონაწილეობას ამ ჩვენი რეგიონების უსაფრთხოების დაცვაში.

ამ ფორმულით სად მივდივართ?

- მივდივართ უფსკრულისკენ და ვიჩეხებით. ამიტომ, ამ ეტაპზე რასმუსენის ფორმულა საერთოდ უნდა დავივიწყოთ. რაც შეეხება იმ გლობალურ საკითხებს, რომლსაც 2008 წლის იანვარის გამოკითხვას, როცა მოსახლეობის 67%-მა დადებითი პასუხი გასცა, ეს უკვე ის თემაა, რომელიც, ალბათ, ისევ საჭიროებს საყოველთაო გამოკითხვას. მკაფიოდ არის დაფიქსირებული ჩვენი მისწრაფებები, მაგრამ ამ მისწრაფებების განხორციელების გზაზე მსოფლიო შეიცვალა, გეოპოლიტიკური კონფიგურაციები იცვლება და, ამიტომ ეს უკვე ხვალდელი დღის თემაა. მოსაფიქრებელია, როგორ და რანაირად გავცეთ მთლიანად საზოგადოებამ პასუხი, მაგრამ დღეს აუცილებელია პირდაპირი კავშირები განვამტკიცოთ ევროკავშირთან, ამერიკასთან და ახალ მოთამაშეებთან გავჭრათ გზები.

როგორც თქვენ ამბობთ, მსოფლიო შეიცვალა და იცვლება გეოპოლიტიკური კონფიგურაცია, ამის ფონზე ხომ არ დადგა დრო, რომ პარალელურ რეჟიმში დიალოგი ვაწარმოოთ რუსეთთან, რომელიც კონფლიქტის მხარეა ამ შემთხვევაში? სამწუხაროდ, გაიყინა აფხაზეთის თემა. არავის არ ველაპარაკებით და ამ დროს, აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი სულაც არაა რთული...

- გაზაფხულზე, პრაღაში შედგება მორიგი შეხვედრა აბაშიძე-კარასინის ფორმატში. ორი თვის წინ შედგა ვიდეო კონფერენცია მათ შორის. ამ კონფერენციის შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა ქართულ მხარეს უსაყვედურა და ასეთი მოსაზრება გამოთქვა: „მე მესმის, რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა არის გამორიცხული. მესმის ძალიან კარგად, მაგრამ ხომ არსებობს უამრავი სხვა ჰუმანიტიარული, ეკონომიკური და კულტურული საკითხები, ბოლო-ბოლო ამ დეფაქტო ადმისტრაციული საზღვრის აქეთ-იქით მიმართულებით გადაკვეთის საკითხები, რომელიც შეიძლება ქართულმა მხარემ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გადაწყვიტოს რაღაცა დიალოგში შესვლის გზით? მე არ მესმის რატომ არ აკეთებს ამას ქართული მხარე“.

მე გეუბნებით იმ მხარის პოზიციას და ერთგვარ მინიშნებას, რით უნდა დავიწყოთ ქართველებმა, რომ შემდეგ გავიდეთ თუნდაც რუსეთის ფედერაციასთან ამ თემებზე სასაუბროდ რაღაცა სამუშაო კონტაქტების დონეზე. გასაგებია, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, მაგრამ ყოველ ჯერზე იმის მოწოდება, რომ 6 პუნქტიანი შეთანხმება შევასრულეთ, არ შევასრულეთ, ეს არის ჩიხური გზა. ჟენევის არც ერთი ფორმატი პატარა გარღვევითაც კი არ დაგვამახსოვრდა. რუსეთი კი თითქოს თვალს გვიკრავს და გვეუბნება - არც ცნოთ, გასაგებია ამას არასოდეს გააკეთებთ, მაგრამ რაღაცა სხვა ტიპის დიალოგი დაამყარეთო.

ჩვენს მეხსიერებას ხომ შემორჩა ზუსტად ამ ტიპის დიალოგის მცდელობის წარმატებით დასრულება 2004 წლამდე, რომელიც აფხაზეთის მიმართულებითაც იყო და ყველაზე უფრო მკაფიოდ ცხინვალთან მიმართებაში. ქართველი ადამიანისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ცხივნვალის გავლით ქართულ სოფლებში ასვლა. მსგავს ნაბიჯებს რატომ არ ვდგამთ, მე ამაზე პასუხი არ გამაჩნია. თუ ხელისუფლება იმას ერიდება რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის სისულელე. ამიტომ არ ვიცი, რატომ არაფერი არ კეთდება, ფაქტია, რომ არაფერი არ კეთდება. ღმერთმა ქნას, რომ კეთდება და საჯარო განხილვის თემა არ არის, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია.

 

trampi არა არა .... ვერ დავიჯერებ .....რუსეთი ეგ მშვიდობის მტრედი, არ იზამს მაგას არა ...... ვერ დავიჯერებ......


ვაიიიიი ......... იზამს რომელია ......... მეორე დღესვე სუ ჩიკა ჩიკას გამართავენ...... ჩასაფრებული მელიასავითააა---- როგორც კი ,,ავფრინდებით,, ეგრევე ცოპ ..... და პირს ჩაიტკბარუნებს....
კი მაგრამ ამას ხომ ყველა ისედაც ხვდება??...მერე??------ რა სიკვდილის ბუზი დააჯდათ ამ დეგენერატებს??
ეს მუნჯი, უტრაკო, დეგენერატი ხელისუფლება. რა თავჩაღუნული ხარებივით მისდევენ ამ ,,მეგობრებს,, პუტინთან, დასაკლავად ????
მერე იტყვიან ანტიდასავლური კამპანიაო
ბიჯოოო..... თვითონვე, როგორც ურჩ თხებს, ძალით მიგვათრევენ ამ რუსეთთან დასაკლავად და აბა რაშიღა მოგვეწონებიან ეგ ჩათლახი ,,მეგობრები,,
ტანჯვა--წამების ლამის 35 წელი სუ წყალში გვეყრება და რისთვის??---იქ ხომ ვიყავით?
2 წლის უკან
DDD "დავიწყოთ პირდაპირი მოლაპარაკებები სტრატეგიულ, უკვე არსებულ პარტნიორებთან და ამას დავამატებდი ძალიან საინტერესო მოთამაშეს, მსოფლიო დონის ზესახელმწიფოს, როგორიც არის - ჩინეთი, რომელთანაც უფრო მკაფიო ურთიერთობა უნდა დაამყაროს პატარა საქართველომ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ამ პლანეტის ეკონომიკის სფეროში უმსხვილესი მოთამაშეები დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველო დღეს საინვესტიციო თვალსაზრისით არის მიმზიდველი ქვეყანა".
არა რა, ამ საექსპერტო დიპლომებს სად არიგებენ, მეც მინდა გავიარო.
"საქართველო დღეს საინვესტიციო თვალსაზრისით არის მიმზიდველი ქვეყანა" - მოდი და ნუ გადაიხარხარებ?!
ვინაა კაცო, მიმზიდველი?
საქართველო?
რითაა საინტერესოა მიმზიდველი?
იმით რომ კორუფცია არ არის?
სხვა რით?
1. ენერგომატარებლები არ გვაქვს - გაზი რუსულია, დენი რუსულია და ყველაფერი რუსულია. ჩვენი ჰიდროსადგურების აშენება არ გვინდა, ბუნებას ვუფრთხილდებით. ენერგიას, რომელსაც გამოიმუშავებს ენერგოსექტორი, ძირითადად რუსულ გაზზე მუშაობს. ხოლო შემოტანილი ენერგიის ფასი უთუსბირია, განსაკუთრებით კომპანიებისთვის. სადაა საინვესტიციო გარემო?
2. ჩვენი მუშახელი არ გვყავს. არ არის საუბარი კვალიფიციურზე. ზოგადად არ არის. ხოლო თუ ეს ექსპერწი ინვესტიციას მოტანილი ფულით, სხვისი ენერგომატარებლებით და ჩამოყვანილი მუშახელით წარმოებულ პროდუქციას უწოდებს, მაშინ სალაპარაკოც არაფერია;
3. ჩვენი გასაღების ბაზარი არ არის. 3 მილიონიან ქვეყანაში ინვესტიციას არავინ არ განახორციელებს. მითხრას ამ ექსპერწმა ჩვენი მსგავსი ერთი ქვეყანა მაინც, სადავ ვინმე ინვესტიცია ჩადო და ბოდიშს მოვიხდი. ინვესტიციას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იმავე ქვეყანაში მოხდება პროდუქციის რეალიზაცია. ჩვენს შემთხვევაში კი რა?
4. წარმოების საშუალებები არ გვაქვს - ეს მოგვარებადია, თუ ვინმეს უნდა, მაგრამ 30 წლიანი დასვენების შემდეგ ჩვენი მოქალაქე, მუშახელადაც აღარ ვარგა.
ისე, ადრე, უხსოვარ დროს, უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლებოდა ძალიან საინტერესო საგანი - პოლიტეკონომია. სტუდენტობისას, გაქანებული სსრკ-სას და გეგმიური ეკონომიკისას, როდესაც სხვა ხედვა არ გვქონდა წარმოებაზე, ამ საგანს სისულელედ ვთვლიდით და ვსწავლობდით ისე, რომ ჩაგვებარებინა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც ქვეყანა გადაიჩეხა, დავიწყე ამ საგნიდან დარჩენილი სახელმძღვანელოების გადახედვა და ჰოი საოცრებავ, იმდენად აქტუალური და საინტერესოა, რომ თვალები ამეხილა ბევრ რამეზე.
2 წლის უკან
trampi ამბობ აქ ადრე მაგარი ჯახი იყო ხოლმეო.....
გეთანხმები ჯახებიც იყო და ღამეების თენებაც....
წავიდა ის დრო.....
აქ მაგ თემებს ლოგოსი აშუქებდა კარგად .....მისხალ --მისხალ ადარებდა თეთრს და შავს
.მერე ჩემ გასაკვირად ლაგაზიძემ ძაან .დაგვახურა ლოგოსსაც და მის თანამოაზრეებსაც......
თან პასუხებსაც არ დაელოდა, ისროლა ბომბი და უკან მოუხედავად გაიქცა
.....იცოდა რა პასუხებსაც მიიღებდა და იმიტომ გაიქცა---- თქვე რუსის საშოში დარჩენილებოვო......
და იცი რატომ გაცეცხლდა არგუმენტებში ლოგოსმა აჯობა და რომ ვეღარაფერი გააწყო. დაგვახურა და გაიქცა
არადა ადრე ვაქებდით და ვაქებდით.....ისიც იფერებდა იფერებდა....
მაგრამ როგორც კი მის მრწამს (ამერიკას) შევეხეთ ეგრევე დედის პროჭი დაგვახურა
სადაა ეხლა აბა მოიკითხე?...ხუხაშვილივით ბოღმას ანთხევს და არის თავისთვის ხელმოცარული (ბიძომ არ დაყენა გვერდით და გაცეცხლდა )
ალბათ ეხლა ის ქალბატონი უკრაინაზე ,,მკვეთრი,, რეზოლუციის მიღებას უჭერს მხარს, ან უკვე უკრაინაშია რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად წასული
არგუმენტებულ პასუხებს კი წეერ მაგრამ ზემდგომებიდან არავის სჭირდება ეგ შენი პასუხები----,,ჩვენს,, მეტს ..
.ვინც ჩვენ უნდა მოგვისმინოს იმათ უბრალოდ ან სულ ცალ ფეხზე კიდიათ ყველაფერი (სკამის გარდა), ანუ უბრალოდ გაკეთების ტრაკი(უფლება ) არა ააქვთ
იმათ სუ ფეხზე კიდიათ ჩვენი წერა კითხვები
მაგრამ რას იზამ ....... გული არ ისვენებს
არც კიდე მერე შვილიშვილებს არ ეტყვი------- ,, მომკლესო,,
ეგრეა .....
მოკლედ ჩვენ მაინც ჩვენი ვეცადოთ
2 წლის უკან