"საქართველო კონსტიტუციით დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოა. დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები კონსტიტუციის მე-3 მუხლშია მოყვანილი. კერძოდ: საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა (1); „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“ (2);. „არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია“ (3); პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს“(4).
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპები კონსტიტუციით აღიარებულია და გარანტირებულიც არის, ანუ სახეზეა დემოკრატიის კონსტიტუციურობა, კითხვა: „არის თუა არა საქართველო კონსოლიდირებული დემოკრატია?“, ცალსახად კვლავაც არ არის პასუხგაცემული.
დასავლური სტანდარტით - საქართველო ჯერ კიდევ არ არის კონსოლიდირებული (შეუქცევადი) დემოკრატია, ვინაიდან „ჰანტინგტონის ტესტი“ არ ჩაუბარებია; შეგახსენებთ: ჰანტინგტონის ტესტის მიხედვით დემოკრატია კონსოლიდირებული (შეუქცევადი) ხდება მაშინ, თუკი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც დემოკრატიული არჩევნებით დაკარგა ხელისუფლება, მომდევნო არჩევნებში ასევე დემოკრატიული არჩევნებით მოიპოვებს მას; ე.ი. ხელისუფლებათა დემოკრატიული არჩვენებით მონაცვლეობის ერთი სრული ციკლი - შემდგარია.
ანუ: ჰანტიგტონის ტესტის საზომით, საქართველოში დემოკრატია შეუქცევადი რომ გახდეს, თურმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დემოკრატიული არჩევნებით უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება.
მაგრამ: არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვიცით რა „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც წარსული, ასევე, რაც მთავარია- აწმყო, 100%-იანი ალბათობით შეგვიძლია განვჭვრიტოთ მომავალიც და დარწმუნებით უნდა ვთქვათ: „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმიტომ ვერ იბრუნებს არჩევნებით ხელისუფლებასა და ამდენად, საქართველო ჰანტიგტონის ტესტსაც იმიტომ ვერ აბარებს, რომ ამ პარტიის მიერ ხელისუფლების დაბრუნება მთლიანად კონსტიტუციურობას (თავისთავად - კონსტიტუციურ დემოკრატიასაც) ემუქრება, ემუქრება ორმხრივად: წარსული გამოცდილებიდან, როცა ნაცები ხელისუფლებაში იყვნენ, ჩვენ კარგად გვახსოვს და ეს მეხსიერება არასდროს წაიშლება, რამდენად უდიერად, მტრულად ეპყრობოდნენ ისინი კონსტიტუციურობასა, სამართლიანობასა და სამართალს; ამდენად, მათი წარსულიდან გამომდინარე გვაქვს უდიდესი რისკი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებულნი იგივეს გაიმეორებენ და უფრო მონდომებულადაც; ასევე, მათი აწმყო, ე.ი. მათი პოლიტიკური „სტრატეგია“ ოპოზიციაში, რადგან სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების დასაბრუნებლად შეთქმულებებისა და ამბოხებების მუდმივად წარუმატებელი მზადება, ეს უდიდესი რისკი - ფაქტობრივად 100%-იან გარდაუვალ ხდომილებად გამოიყურება კონსტიტუციურობის კვლავ დასამხობად;
ე.ი. გვაქვს ვითარება, როცა ფაქტობრივად შეურიგებელი წინააღმდეგობა არსებობს კონსტიტუციურობასა და დასავლური სტანდარტებით „დემოკრატიის კონსოლიდაციას“ შორის; ეს წინააღმდეგობა მანამ, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობის ნირს არ შეიცვლის, ე.ი. კონსტიტუციურობის ფარგლებში არ შემოვა, პრინციპულად გადაუჭრელია და არც არავითარი შანსი, რომ ოდესმე გადაიჭრება, არ არსებობს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი, რათა კონსტიტუციურობა და „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ თავსებადი გახდეს: უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელთან კონკურენციაშიც „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული არჩევნებით დაკარგოს ხელისუფლება და მერე, მომდევნო არჩევნებში, კვლავ უნდა დაიბრუნოს იგი. ე.ი. ხელისუფლებათა მონაცვლეობის სრული ციკლი, რაც დემოკრატიის კონსოლიდაციის ჰანტინგტონისეული პირობაა, უნდა ავითვალოთ არა „ნაციონალური მოძრაობიდან“ (რომლის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნების არავითარი ნიშანწყალი არა გვაქვს, არამედ პირიქით - აშკარაა მუდმივი საფრთხე და მუქარა, რომ ეს ძალა, ახლა უკვე ბოროტმოქმედ სააკაშვილის უშუალო მეთაურობით, არაკონსტიტუციურად აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას)ანუ ქრონოლოგიურად 2012 წლიდან, არამედ „ქართული ოცნებიდან“, ე.ი. ქრონოლოგიურად იმ თარიღიდან, რაც ჯერ არ დამდგარა და არც დადგება, სანამ ალტერნატიული და კონკურენტუნარიანი ახალი პოლიტიკური ძალა არჩევნებით „ოცნებას“ არ დაამარცხებს!
სხვა საკითხია, რომ პირადად ჩემთვისაც და ჩემი თანამოაზრეებისთვისაც, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“ არ არის ისე სასიციცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც "კონსტიტუციურობის კონსოლიდაციაა"; და აქ გვაქვს სწორედ ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის წყალგამყოფი:
ჩვენი ლიბერალები „დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის“ იღწვიან, ოღონდ მათი არანაცი, „შუაშისტი“ და უფრო „პროგრესული“ ნაწილი მზად არის ამ ე.წ. კომპრომისისთვისაც: ისინიც აღიარებენ, რომ დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში საფრთხეა, მაგრამ სავსებით დასაშვებია და სასურველიც შეიქმნას ისეთი „კოალიცია“, თუნდაც ნაცების დომინაციით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს;
ჩვენ კი, კონსერვატორები მივიჩნევთ - რადგან კონსტიტუციურობის კონსოლიდაცია (შეუქცევადობა) უპირატესია, „დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის“ ნებისმიერი კოალიცია, სადაც ნაცები იქნებიან დომინანტურნი, კომპრომისად ვერ მიიჩნევა, რადგან ესეც გარდაუვალი საფრთხეა კონსტიტუციურობისათვის; ამდენად, "დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის" ხელისუფლებათა მონაცვლეობის ციკლი ჯერ არ დაწყებულა, ეს სამომავლოდაა მხოლოდ შესაძლებელი. ხოლო როდის, ესეც ნათელია - მხოლოდ მას შემდგომ, როცა ნაცები ოპოზიციაში დომინანტურ როლს დაკარგავენ. ე.ი. მაშინ, როცა კონსტიტუციურობის კონსოლიდაციის გზაზე ლიბერალიზმიც უკან იქნება მოტოვებული"!
სწორედ მაგის გამო მოგვახვიეს თავს "დიადად" აღიარებულმა კონსტუტუციონერებმა "საყოველთაო სახალხო გარჩევით?!" არჩევნების არასასურველი მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარება, რადგან შერეული სისტემით არჩევნებში გამარჯვება ლიბერასტ-ნაცარასტების არჩევა სრულიად შეუძლებელი გახადა ერმა.
პარტიული სიებით არჩევნების ჩატარება უნდა გაუქმდეს ??, კონსტიტუციურად დამკვიდრდეს მხოლოდ მაჟორიტარული წდესით არჩევა და ვნახავთ შემდეგ ვინ დარჩება მოგებული, ერი! ლიბერასტ-ნაცარასტები, თუ პარტბნელიტა!