ამერიკელი მილიონერი, რომელმაც მეგობარი ქალის მკვლელობა ინტერვიუს დროს შემთხვევით აღიარა, გარდაიცვალა

ამერიკელი მილიონერი, რომელმაც მეგობარი ქალის მკვლელობა ინტერვიუს დროს შემთხვევით აღიარა, გარდაიცვალა

აშშ-ში, კალიფორნიაში მილიონერი რობერტ დერსტი გარდაიცვალა, რომელიც სამუდამო პატიმრობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 78 წლის დერსტი ქალაქ სტოქტონის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ციხეში ცუდად გახდა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.

დერსტს სამუდამო პატიმრობა მისი მეგობრის, სუზან ბერმანის მკვლელობის გამო მიუსაჯეს, რომელიც მან შემთხვევით, საკუთარ თავზე დოკუმენტური ფილმის გადაღებების დროს აღიარა. ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ მილიონერი საპირფარეშოში გავიდა და თქვა: „რა გავაკეთე? რა თქმა უნდა, ყველა მოვკალი“ - მან არ იცოდა, რომ მის ტანსაცმელზე მიმაგრებული მიკროფონი ჩართული იყო. ამის შემდეგ ფილმის ავტორებმა პოლიციას მიმართეს.

სასამართლომ დერსტი დამნაშავედ 2021 წლის სექტემბერში ცნო.