აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება.
„არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.
ვენდი შერმანის თქმით, აშშ უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის ხელმძღვანელობასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.