სუდანში, დასავლეთ კორდოფანში მდებარე სოფელ ჰუჯაში, ოქროს მომპოვებელი მაღაროს ტერიტორიაზე, მიწის მასა ჩაინგრა. შედეგად, სულ მცირე, 38 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
სუდანის მინერალური რესურსების კომპანიის ცნობით, მაღარო არ ფუნქციონირებდა ადგილობრივი მოსახლეობა თვითნებურად მუშაობდა.
სუდანში ხშირია მიწისქვეშა მოპოვების ობიექტებზე უბედური შემთხვევები. მიზეზი უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფაა.