ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი

ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი

ეგეოსის ზღვაში ჩაიძირა ნავი, რომლითაც მიგრანტები მგზავრობდნენ. შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიხრჩო, - ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 63 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ოფიციალური ათენის ცნობით, შემთხვევა კუნძულ პაროსთან ახლოს მოხდა. ნავის ჩაძირვის მიზეზი ჯერ უცნობია.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ იქამდე ჩაძირული ორი ნავის გადარჩენილ მგზავრებს. მათგან ერთი ფოლეგანდროსის, მეორე კი ანტიკითერას კუნძულთან ჩაიძირა. სამშაბათს, მიგრანტების ნავის ჩაძირვას 11 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხშაბათს კი - 3.

სულ, მიმდინარე კვირაში, 30-მდე მიგრანტია დამხრჩვალი.