აშშ-ში, სავარაუდოდ, საახალწლო დეკორაციებით გამოწვეულ ხანძარს მამა და ორი შვილი ემსხვერპლა

აშშ-ში, სავარაუდოდ, საახალწლო დეკორაციებით გამოწვეულ ხანძარს მამა და ორი შვილი ემსხვერპლა

აშშ-ში, პენსილვანიაში, ხანძარს მამა და მისი ორი ვაჟი ემსხვერპლნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, საახალწლო დეკორაციებისა და ნაძვის ხის ელექტროგაყვანილობაა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ბავშვები დაწყებითი კლასების მოსწავლეები იყვნენ. ხანძარს ემსხვერპლა ოჯახის ორი ძაღლიც.

ხანძრის დროს, ოჯახს სახლის მეორე სართულზე ეძინა. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს იმდენად ძლიერი ხანძარი დახვდა, რომ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მეხანძრეებმა შენობაში შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლეს. საბოლოოდ, მაშველებმა დედა და უფროსი ვაჟი გადაარჩინეს.