აშშ რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის მკაცრი ზომების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის თანამდებობის პირმა განუცხადა.
ოფიციალური წყაროს თქმით, პოტენციური ზომები რუსეთისთვის უპრეცედენტო იქნება. აღნიშნულმა ზომებმა შეიძლება შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა სმარტფონების, თვითმფრინავებისა და საავტომობილო ძირითადი კომპონენტებისა და მასალების იმპორტის კუთხით.
აშშ-ს ოფიციალური პირები ევროპასა და აზიაში ძირითად პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციებს გეგმავენ, რათა კოორდინირებული ძალისხმევა, უზრუნველყონ.