„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ევროპის უსაფრთხოებას, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. სულ ცოტა ხნის წინ, რუსული ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში გააჩინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟოზეფ ბორელის თქმით, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მტკიცედ უპასუხებს უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ შემდგომ დარღვევას.
„ამასთანავე, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დიალოგი, მოლაპარაკება და თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა დავების დასაძლევად და მშვიდობის დასამყარებლად. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის შეშფოთება და ინტერესები. ევროკავშირი ითანამშრომლებს როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან, რათა უზრუნველყოს მისი ინტერესები ევროპის უსაფრთხოების შესახებ რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო დისკუსიაში“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.