ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე: 30-50 წელი არ დაველოდებით - ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ვადების მიღება გვსურს

ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე: 30-50 წელი არ დაველოდებით - ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ვადების მიღება გვსურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს.

„ვერ მივიღებთ იმ თეზისს, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება 30 წელიწადში, ხოლო ნატოში - 50 წელიწადში მოხდება. ეს მოტივაციას გვართმევს და პროცესს ანელებს. სწრაფი სვლისთვის მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ უნდა დავკარგოთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში სურს, ხოლო რაც შეეხება ნატოს, ალიანსში გაწევრიანების ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს.

16 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არ უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვას, როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი.

13 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 2008 წელს ნატომ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის.