უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გადაადგილების გამო, ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო მზადყოფნა გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ნატოს ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფი (VJTF) კრიზისულ რაიონში განლაგებისთვის 5 დღის განმავლობაში უნდა იყოს მზად.
გარდა ამისა, სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სხვა დანაყოფები, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალები, ასევე საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.
გამოცემა Die Welt-ის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.