ევროკავშირის სამიტი: უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება

ევროკავშირის სამიტი: უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების გაძლიერებითა და აგრესიული რიტორიკით გამოწვეული დაძაბულობის დეესკალაციის აუცილებლობას. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასის გადახდა მოჰყვება, მათ შორის შემზღუდავი ზომები, რომელიც პარტნიორებთან ერთად იქნება კოორდინირებული. ევროპული საბჭო მხარს უჭერს დიპლომატიურ ძალისხმევასა და ნორმანდიულ ფორმატს, რათა მინსკის შეთანხმებები სრულად განხორციელდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.