2021 წელს კუნძულ ბალის მხოლოდ 45 საერთაშორისო ტურისტი ესტუმრა

2021 წელს კუნძულ ბალის მხოლოდ 45 საერთაშორისო ტურისტი ესტუმრა

ინდონეზიის კუნძული ბალი, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასულ მილიონობით ტურისტს მასპინძლობდა, კოვიდპანდემიის გამო, მძიმე ეკონომიკურ დარტყმას განიცდის, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ტურისტებისთვის გაიხსნა, წელს მას მხოლოდ 45 ადამიანი ესტუმრა.

ბალის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს ცნობით, 45 ტურისტი კუნძულს იანვრიდან ოქტომბრამდე შუალედში ესტუმრა.

თითქმის მთელი წელი, ბალიზე მდებარე დენპასარის საერთაშორისო აეროპორტი დაკეტილი იყო. ის მხოლოდ 14 ოქტომბერს გაიხსნა. იქამდე, გამკაცრებული იყო სასაზღვრო კონტროლი.

45 ტურისტიდან თითქმის ყველა, კუნძულს კერძო იახტით სტუმრობდა.

შედარებისთვის, პანდემიამდე, 2019 წელს, ბალიზე 6.2 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ჩავიდა, 2020 წელს - 1.5 მილიონი.