სომხებს არასდროს მივატოვებთ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ.
„სომხებს არასდროს მივატოვებთ. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მოწოდებით გამოვდივარ, რომ სადღესასწაულო პერიოდი ჰუმანიტარულ სფეროში წინსვლისა და სიმშვიდის პერიოდი იყოს“, - დაწერა Twitter-ზე საფრანგეთის პრეზიდენტმა.