ბელარუსში, სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსში, სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბელარუსში, სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლეს, სერგეი ტიხანოვსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სერგეი ტიხანოვსკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის დარღვევაში ედებოდა: „მასობრივი არეულობის ორგანიზება“, „ისეთი ქმედებების ორგანიზება ან მომზადება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს უხეშად არღვევს“, „სოციალური მტრობის გაღვივება“ და „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა“.

2020 წლის მაისში სერგეი ტიხანოვსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, თუმცა ის არ დაარეგისტრირეს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მისმა მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მიიღო. სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის 29 მაისს დააკავეს.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. არჩევნების შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა.