არქტიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 

არქტიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) დაადასტურა და ოფიციალურად დააფიქსირა არქტიკისთვის ახალი ტემპერატურული რეკორდი - +38 გრადუსი. ეს ტემპერატურა 2020 წლის 20 ივნისს რუსეთის ქალაქ ვერხოიანსკში დაფიქსირდა.

ახლა WMO-ს ექსპერტები სწავლობენ ინფორმაციას 2020 და 2021 წლებში კალიფორნიაში, სიკვდილის ველში დაფიქსირებული +54,4 გრადუსის შესახებ, და ასევე სიცილიაზე დაფიქსირებული +48,8 გრადუსის შესახებ, რაც, დიდი ალბათობით, ევროპის ტემპერატურულ რეკორდად იქნება აღიარებული.

„WMO-ს მეტეოროლოგიური და კლიმატური მოვლენების მონაცემთა არქივს ერთდროულად ამდენი მიმართულებით ჯერ არასდროს უმუშავია“, - აცხადებს ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი