„აუციელებლია პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად-მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა, ასევე ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს, მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების პროფესიონალების ჩართულობით“, - ასეთია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ რეაბილიტაციას.
დასკვნაში პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისას ნათქვამია, რომ მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები: ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ - მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები, ანემია. განცხადების თანახმად, რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება.
ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ რადგან სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში მიიღო, იქ გადაყვანას მხარს არ დაუჭერენ. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, რადგან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა.
„რადგან ადამიანს პოსტტრავმული-სტრესული აშლილობა აქვს, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რადგან პოსტტრავმული-სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო“, - აცხადებს თენგიზ წულაძე.
განსხვავებულია ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის შეფასება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს, ხოლო ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას პატიმარი თავად ითხოვდა.
„არ ვადასტურებ და ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. მე მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა.
რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც“, - განაცხადა მარინა კურატაშვილმა.
ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის ოთარ თოიძის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ არა ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის ღებულობდა პრეპარატ „კეტილეპტს“, რომელსაც გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება. თოიძით თქმით, არის საძილე მედიკამენტების მთელი არსენალი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ დანიშნულიყო.
„რამდენიმე დღეა გამოიხატა ანორექსიის მოვლენა. ღებულობდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო, ეს მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ, ეს ერთი, მეორე - წამლის ის დოზა, რომელსაც ღებულობდა, ნამდვილად არ არის ტოქსიკური, მაგალითად, თქვენ რომ დალიოთ, მე რომ დავლიო, არაფერს არ გვიზამს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, 50 დღის განმავლობაში პერმანენტულად კარგავს გონებას, აქვს წნევის ვარდნები, სხვადასხვა ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები, ამ შემთხვევაში წამლის პატარა დოზაც მოქმედებს, როგორც ტოქსიკური.
პრეპარატ „კეტილეპტს“ აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს, ეს პრეპარატი ინიშნება თუ არა ძილის მოსაწესრიგებლად, ფართოდ გავრცელებულია, როგორც საძილე პრეპარატი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება, მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, ისევე, როგორც, ვთქვათ, ალკოჰოლურ სასმელს, შეიძლება დალიო და დაგეძინოს, მაგრამ ის არ არის წამალი“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები ამტკიცებენ, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიემა, მსჯავრდებულის მიერ გავრცელებული წერილების შინაარსი ადასტურებს, რომ სააკაშვილს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ის ღიად ადასტურებს, რომ ძალა-უფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერზე მიდის. პატიმარი, რომელსაც „გადაადგილების“ პრობლემა აქვს და „დაუძლურებულია“, მორიგ წერილში მხარდამჭერებს მიმართავს, რომ არ უნდა დაელოდნონ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას. თვლის, რომ თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია „ემპათიის“ მხრიდან მიმდინარეობდა მიზანმიმართული ცილისწამება, მიმართული მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციასა და საერთაშორისო დონეზე მისი იმიჯის განზრახ შელახვისაკენ. მისი თქმით, ორგანიზაცია „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის მიერ შემოგდებული იყო ცრუ ბრალდება მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ ე.წ. „ფარმოკოლოგიური წამების“ გამოყენების თაობაზე.
„ომბუდსმენის კონსილიუმის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, „ფარმაკოლოგიური წამების“ ნიშნებს ვერ ხედავს. ნაცების მორიგ ფეიკ-ნარატივს შეიძლება წერტილი დავუსვათ. განსხვავებით მარიამ ჯიშკარიანის საკითხისაგან - გასარკვევი რჩება, რა სახის მოტივაცია, პირადი ინტერესი ამოძრავებდა მას სახელმწიფოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ალტრუისტული, უანგარო ინტერესი, დიდი ალბათობით შეიძლება გამოვრიცხოთ.
მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა ჯერჯერობით ჩვენთვის გაუგებარია. სხვა პროფილის ექიმები კოლეგებისგან ელოდებიან ბოლო-ბოლო, თქვით - რა სჭირს? ეს ადამიანი რომ იმყოფებოდეს ახალიას და ქარდავას ციხეში, გაგვეგო, რომ ეს ადამიანი ფიზიკურად იტანჯება, მასზე ფიზიკურად ძალადობენ, მას აუპატიურებენ და სკოჩით აბამენ გარდაცვლილ მსჯავრდებულებზე და კოშმარულ მდგომარეობაში აგდებდნენ, რა თქმა უნდა, ეს რევოლუციურ განწყობას ხელს შეუწყობდა, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი ფაქტობრივად, სანატორიუმის პირობებში არის, როდესაც ხედავენ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება, ხოლო ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებით თუ რამე ემარეთება, ეს ხელისუფლების ბრალი არ არის. ეს არის ან თანდაყოლილი, ან შეძენილი, ან ჰოლანდიელი, თუ ქართველი ექიმების მიერ არასწორად დანიშნული მკურნალობის შედეგი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი
მისი თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელიც თავისი ინტერესის ქვეშ აიყვანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ და სახელმწიფოს სთხოვა მის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე აიღეო პასუხისმგებლობა.
„სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ პერიოდულად შემატყობინეთ, როგორ არის მსჯავრდებული პაციენტიო. მე არ ვიცი, რა კომუნუკაციაში იმყოფება ხელისუფლება სტრასბურგთან, მაგრამ ხელისუფლებამ კონსილიუმის კონკრეტული ექიმიებზე დაყრდნობით სერიოზული წერილი უნდა გააგზავნოს სტრასბურგში, სადაც უნდა აღწეროს ამჟამად არსებული ვითარება და რაღაც-რაღაცები სთხოვოს სტრასბურგს.
ხელისუფლებას შეუძლია სტრასბურგის სასამრთლოს ინფორმირება, რომ ზოგიერთი კვალიფიციური ექიმის დახმარებით შემიძლია სათანადოდ უზრუნველვყო მსჯავრდებული პაციენტის ჯანმრთელობა. ერთადერთი, სადაც კითხვები ჩნდება, ეს არის ამავე კონსილიუმში შემავალი არაკეთილსინდისიერი ექიმები, რომლებსაც არც კვალიფიკაცია არ აქვთ. მათ ან არ შეუძლიათ თავისი პროფილით სწორი დიაგნოზის დასვა, ან პირიქით, მათ რაღაც იციან და განზრახ მალავენ ამ ინფორმაციას, რამაც შეიძლება პაციენტისთვის ძალიან სერიოზული შედეგები გამოიწვიოს, რომელსაც შეიძლება შემდეგ სახელმწიფო თავისი რესურსებით ვეღარ გაუმკლავდეს. ამიტომ, იქნებ სტრასბურგიდან რამე მითითება წამოვიდეს, რომ ამ კონსილიუმში შემავალი ჯგუფი მოაცილოს პაციენტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გამართლების უსუსური მცდელობით ნებისმიერი სფეროს ცალკეული სპეციალისტი თუ სასულიერო პირი, უწინარესად, საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას. მისი თქმით, ფსიქიატრთა ფართო ჩართულობით უნდა დადასტურდეს, რომ ექს-პრეზიდენტი შეურაცხადია, ანდა მწვავე ფსიქიკური პრობლემები ტანჯავს, ან შეეშვან ბინძურ სპეკულაციებს.
„ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ირწმუნება მიხეილ სააკაშვილის თითქოსდა წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე და საუბრობს თითქოსდა იმ არასაჭირო ფსიქოტროპული წამლებზე, რომელიც ექს-პრეზიდენტს ციხეში დაუნიშნეს. ჯიშკარიანის თქმით, „ემპათია“ მსგავს ფაქტებს ფარმაკოლოგიურ წამებად აფასებს. ამ დროს, სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც ფსიქიატრი ამბობს, სააკაშვილს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია. ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას თავად ითხოვდა.
გამოდის, რომ ლომჯარიას კონსილიუმის ფსიქიატრის დასკვნა სრულიად აქარწყლებს სააკაშვილისა და „ნაცების“ ნარატივს ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებაზე. მანამდე, ექიმთა სახელმწიფო კონსოლიუმის წევრმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ ენდოკრინოლოგებმა მიხეილ სააკაშვილთან მუშაობა დაასრულეს და თქვა, რომ კარგი იქნება, ფსიქიატრები, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობაზე სულ ლაპარაკობენ, დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ. როდესაც ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი დაკავდება ტოტალიტარული სექტისთვის ხანმოკლედ სასარგებლო დეზინფორმაციის ტირაჟირებით, შემდგომში გროშია მისი ნებისმიერი სიტყვის ფასი“, - აცხადებს გია აბაშიძე.