ბელადომანია თუ მიხეილ სააკაშვილისგან შეწუხებული „ენმ“, რომელიც იძულებულია მის დაბადების დღეზე აქცია დაგეგმოს და სააკააშვილი დაამშვიდოს, რომ ის ხალხს ისევ ახსოვს. სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტს ციხეში გაძლება უჭირს და პარტიის წევრებისგან აქტიურობას ყველა მიმართულებით ითხოვს.
21 დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, რუსთაველზე „ნაცმოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ აქციას არ უერთდება და მიიჩნევენ, რომ „ენმ“ ბელადომანიიდან დროზე უნდა გამოვიდეს. თუკი აქციაზე ბევრი ადამიანი არ მივიდა, ეს იქნება თუ არა „ნაციოანლურ მოძრაობისთვის“ კატასტროფა, რომელიც შესაძლოა, პოლიტიკურ ფასადაც კი დაუჯდეთ?
„ნაციოანლური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ 21 დეკემბერს ნიკა მელიას დაბადების დღეც არის და ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმსჯელოს, 21 დეკემბერი რატომ აირჩიეს.
მისი თქმით, აქციის ჩანიშვნის დისკუსიაში თავად მონაწილეობდა და „რაიმე არგუმენტი, რომ 21 დეკემბერი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, იქ არ ყოფილა“.
„წართმეული გვაქვს მთავარი უფლებები და მთავარია ხელისუფლებას დავენახოთ ქუჩიდან, ეს არის მთავარი და არა, ვინ რომელ დღეს დაიბადა. თუ არ ვცდები, 21 დეკემბერს ნიკა მელიას დაბადების დღეც არის და ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმსჯელოს, 21 დეკემბერი რატომ ავირჩიეთ - იმიტომ, რომ სააკაშვილის დაბადების დღე იყო თუ სხვა ვინმეს“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება იმას, რომ ცალკეული პარტია არ აპირებს 21 დეკემბრის აქციას შეუერთდეს, წიკლაურის განმარტებით, „არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სახელისუფლებო ორბიტაზე არიან“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აქცია იყოს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საქართველოს ყველა იმ მოქალაქის, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკური დევნა არის საზოგადო პრობლემა. ნამდვილად არ აუკანკალდებათ ხელი, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც დააპატიმრონ, ეს არის ქართული პოლიტიკის პრობლემა, როდესაც შესაძლებელია პოლიტიკური ბერკეტის გამოყენება და ადამიანის იზოლირება, ციხეში გამოკეტვა, ქვეყნიდან გაძევება და ა.შ.“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი კი აცახდებს, რომ ქვეყანაში ბელადომანია უნდა დასრულდეს და სააკაშვილის დაბადების დღეზე დაგეგმილი აქცია ბელადისთვის მიძღვნილ აქტს უფორ ჰგავს.
„ამ ბელადომანიიდან უნდა გამოვიდეთ ოდესმე. დემოკრატიული საზოგადოება ასე არ იმართება, ასეთი გზავნილები არ შეიძლება ვიღაცის გულის მოგებაზე იყოს მიმართული. ეს წინააღმდეგობის კერები რას ნიშნავს, არ ვიცი, მგონი განუხორციელებადი იდეაა, რადგან სოციალისტური რევოლუციის მერე ასეთი კერების შექმნა არსად მომხდარა და 21-ე საუკუნეში თუ ვაპირებთ საქართველოში შევქმნათ ასეთი რამ, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა იოსელიანმა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 21 დეეკემბერს აქციაზე თუკი ბევრი ხალხი არ მივა, ეს „ენმ“-სთვის დიდი კატასტროფა იქნება. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სააკაშვილი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს ქუჩამ ხმა ამოიღოს, მაგრამ მის დაბადების დღეზე თუკი ხალხი არ მივა, ეს მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის კიდევ ერთი დამარცხების ტოლფასი შესაძლოა გახდეს.
„სააკაშვილის დაბადების დღეზე აქციის დამთხვევა, რა თქმა უნდა, გარკვეულ სიმბოლურ სახეს ატარებს. რამდენად არის სააკაშვილი ბელადი, ეგ არ ვიცი, მაგრამ პარტიას ხალხის მობილიზებისთვის დიდი ძალისხმევა რომ დასჭირდება, ფაქტია. თუკი მათი ამომრჩევლის 10%-იც კი ქუჩაში არ გამოვა, ეს ოპოზიციისთვის დიდი კატასტროფა იქნება. „ენმ“-ის წევრების ნაწილიც კი, რომლებიც აქციების მომხრეები არ არიან, იძულებულები იქნებიან ეს აქცია მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნან.
თუმცა სააკაშვილი მხოლოდ ერთ ან ორ აქციას არ ითხოვს. მას ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციები უნდა. აქციის ორგანიზატორები შეხედავნ რამდენი ხალხი მივა. თუ ცოტა მივიდა, ერთი ორი დღე გაქაჩვას ეცდებიან, მერე კი დაშლიან. არ ველი, რომ თუნდაც „ენმ“-ის ამომრჩეველი ქუჩაში გამოვა. აქამდე არ გამოდიოდნენ გარეთ და ახლა წინასაახალწლო, როცა ყველა მაინც რაღაცის მზადებაშია, თუნდაც დამატებით ფინანსების მოძიებაში, ქუჩაში არ გამოვლენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის ოპოზიციის მიერ ჩატარებული თუ დაანონსებული აქციები შემაშფოთებელი არ არის, რადგან არაფერი ისეთი არ ხდება და ხალხი არ მიდის აქციებზე. სააკაშვილი ყველას ყველაფერს შეპირდება, ოღონდ აქციებზე ბევრი ადამიანი მივიდეს. ითხოვს ცნობად სახეებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ, მაგრამ ეს ცნობადი სახეები არ მიდიან. მეორეც სააკაშვილი ანალიტიკოსის აზრით, მძიმე მდგომარეობაშია, რადგანაც დასავლეთი მიჩუმათებულია და აღარ იცის ყურადღება როგრ მიიქციოს.
„დასავლეთი მიჩუმათებულია, იქაც საშობაო არდადაგები იწყება. ჩვენთან 15 იანვრამდე აქციებს დატვირთვა არ ექნება. თვითონ კი დარწმუნებლია, რომ მისი ხსნა მხოლოდ ფართომასშტაბიან და პერმანენტულ აქციებშია. არადა ხვდება, რომ მოუწევს ამ პერიოდის ციხეში გატარება. სავარაუდოდ, ის ციხეში ვეღარ ძლებს და საკუთარი გუნდის წევრებს ყველა ხერხის და ღონის გამოყენებას სთხოვს, რათა ხალხი გარეთ გამოიყვანონ. ხვდება, რომ დასავლეთი ჩუმად არის. მათი ყურადღების მიქცევა მხოლოდ აქციებით არის შესაძლებელი. თუმცა მის ამომრჩეველშიც კი ქუჩის განწყობა არ არის. ამიტომ არის, რომ ჩიხში შესული ხან მოლაპარაკებას, ხან შერიგებას და ხან რას აღარ ითხოვს. ხელისუფლებ კი მშვიდად არის. მასზე არც ქვეყნის შიგნიდან და არც მის გარეთ ზეწოლა არ არის. ამიტომ არც არაფრის ეშინია და თავის დღის წესრიგს მიჰყვება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ხალხი აქციებით და რადიკალიზმით დაიღალა. კანაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პარტიებს და პოლიტიკურ ელიტას შეეძლო პროცესების არა რადიკალიზაციისკენ, არამედ პირიქით დეესკალაციისკენ წაყვანა. თუმცა ამას არ აკეთებენ. არადა ხალხის დაკვეთა არა ქუჩა, არამედ პრაგმატული პოლიტიკაა. შესაბამისად, ის ეჭვობს, რომ 21 დეკემბერს „ენმ“ ქუჩაში ბევრი ხალხს ვერ გამოიყვანს.
„მოსახლეობა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციით, ქუჩის აქციებით და ერთმანეთის გინებით დაიღალა. მისი უდიდესი ნაწილის დაკვეთა სიმშვიდეზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკაა. ამიტომ მათ ქუჩის აქციები ნაკლებად აინტერესებთ. პირიქით, ეს საზოგადოებას აშინებს და ისედაც ამდენი პრობლემით დაღლილებს ეს დამატებით პრობლემად მიაჩნიათ.
წესით, ამ დაკვეთით უნდა ისარგებლონ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, ანუ მათ ვინც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნებიან. ზოგიერთმა, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ვერ დაინახა და პირიქით, გახდა ამ ორი პოლუსის ტყვე. ზოგიერთმა თითქოს დაინახა და ამაზეც აგებდა საარჩევნო კამპანიას, მაგრამ არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად გაქრნენ პოლიტიკური ველიდან. მაგალითად, გიორგი გახარაია, რომელიც თავიდან სიტუაციას კარგად მიხვდა, მაგრამ ახლა სულ გაქრა. არადა, ახლაა მომენტი, რომ რაღაც სხვა შესთავაზონ მოსახლეობას, თუ აქვთ რაიმე შესათავაზებელი. რაც შეეხება ენმ-ის მიერ 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, არ მგონია, რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს. ახალი წელი მოდის მით უმეტეს და ქუჩაში ხალხის გამოყვანა საერთოდ გაჭირდება“, - ამბობს კანაშვილი.