ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით ნაბიჯების განსახილველად თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ

ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით ნაბიჯების განსახილველად თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ

ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით ნაბიჯების განსახილველად თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ორი ქვეყანა ასევე განაახლებს ჩარტერულ ფრენებს სტამბოლსა და ერევანს შორის.

„უახლოეს დროში სომხეთთან ერთად სპეციალურ წარმომადგენლებს დავნიშნავთ, რათა ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით ნაბიჯები განვიხილოთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

2009 წელს, სომხეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას კავშირების აღდგენისა და საერთო საზღვრის გახსნის მიზნით, თუმცა შეთანხმება დღემდე რატიფიცირებული არ არის და ურთიერთობები კვლავ დაძაბულია.