ჟოზეფ ბორელი: მკაფიო სიგნალს გავაგზავნით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მაღალი ფასი ექნება

ჟოზეფ ბორელი: მკაფიო სიგნალს გავაგზავნით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მაღალი ფასი ექნება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესაძლო ახალ რაუნდს განიხილავს.

„შეკავების რეჟიმში ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მკაფიო სიგნალს გავაგზავნით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას რუსეთისთვის მაღალი ფასი ექნება. შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად კოორდინირებულად ვსწავლობთ, რა სანქციები, როდის და როგორ შეიძლება დაწესდეს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

12 დეკემბერს, „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთისა და უკრაინის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

„საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და დიდი ფასის გადახდა მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.