კენტუკის შტატში ტორნადოს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კენტუკის შტატში ტორნადოს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კენტუკის შტატის გუბერნატორ ენდი ბეშირის განცხადებით, ტორნადოს მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობა უკვე 100-ს აჭარბებს, - ამის შესახებ BBC წერს.

გუბერნატორის თქმით, 80 ადამიანის დაღუპვა უკვე დადასტურებულია.

„ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ მოხდება სასწაული და მეტ ცოცხალ ადამიანს ვიპოვით“, - აღნიშნა მან, თუმცა, აღსანიშნავია, რომ შაბათის დილის შემდეგ, ნანგრევებში არცერთი ცოცხალი ადამიანი არ უნახავთ.

აშშ-ში ყველაზე მძლავრი ტორნადო 1925 წლის მარტში, მისურიში დაფიქსირდა. სტიქიას მაშინ 695 ადამიანი ემსხვერპლა.