მოსალოდნელი წყალდიდობის გამო საფრანგეთის ორ დეპარტამენტში საფრთხის მაქსიმალური, „წითელი“ დონე გამოცხადდა

მოსალოდნელი წყალდიდობის გამო საფრანგეთის ორ დეპარტამენტში საფრთხის მაქსიმალური, „წითელი“ დონე გამოცხადდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ მოსალოდნელი წყალდიდობის გამო ქვეყნის ორ დეპარტამენტში საფრთხის მაქსიმალური, „წითელი“ დონე გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია ატლანტური პირენეებისა და ლანდის დეპარტამენტებზე.​

Meteo France-ის ცნობით, ქვეყნის კიდევ 9 დეპარტამენტში მოსალოდნელი ძლიერი წვიმების, წყალდიდობების, თოვლისა და ლიპყინულის გამო საფრთხის „ყვითელი“ დონე გამოცხადდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხელისუფლება გარკვეული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციასაც არ გამორიცხავს.