სააკაშვილის ექიმებსა და ადვოკატებს სააკაშვილის ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით რამდენჯერმე წამოსცდათ სიტყვა გუანტანამო.
მისი ერთ-ერთი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, უნდა გათავისუფლდეს და შესაძლებლობა მიეცეს, თავისუფლებაზე მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც აცხადებს, რომ სააკაშვილთან მიმართებით დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირშია ციხესა და სისტემაში წამების ფაქტთან.
თავად სააკაშვილიც ცდილობს, საკუთარი თავი წამებულთან გააიგივოს.
„ხომ არ სჯობს, რომ მიუხედავად ჩემდამი თქვენი დამოკიდებულებისა, დაგმოთ წამება, წამება არა მესამე პრეზიდენტის, არამედ საქართველოს პატრიოტის, თუნდაც უკრაინის მოქალაქის, მაგრამ მაინც ქართველის“, - აცხადებს სააკაშვილი.
„აი, ვინ თამაშობდა ადამიანების ბედისწერით! გუანტანამოს ციხის წამების მსხვერპლებს შეადარა თავი!“ - აღნიშნა სამედიცინო ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა და განმარტა, რომ რცხვენია ფსიქიატრების და ფსიქოლოგების დუმილის გამო, რადგან კაცი სერიოზულადაა აცდენილი რეალობას.
როგორც ჩანს, გუანტანამოს ასე ხშირი ხსენება შემთხვევითი არაა და სიტუაციის ასეთი გამძაფრება ნაციონალებს იმისთვის სჭირდებათ, რომ „წამებულის“ გათავისუფლებას მიაღწიონ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გუანტანამო, ცხადია, ნამეტანია და გუანტანამოს წამების მოტანა სააკაშვილთან არ შეიძლება, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ინტერესი აქვს, ეს ჩანს.
„სააკაშვილი არ არის სინდისის პატიმარი. მათ შორის, ჩემს მიმართაც აქვს დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ის პოლიტპატიმარია იმ გაგებით, რომ აშკარად იგრძნობა ხელისუფლების დაინტერესება მის მიმართ. მისი მორალური დამცირება იყო ხელისუფლების ამოცანა, ჰქონდათ ეს ამოცანა, ათასი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმა მის მიმართ, კიდევ კარგი, ახლა ეკონომიკაზე დაიწყო ლაპარაკი და სააკაშვილზე ხმას აღარ იღებს. რამდენი არგუმენტი მისცეს სააკაშვილს იმისთვის, რომ პოლიტპატიმრად შეასაღონ ევროპას. ამიტომ სააკაშვილის ყველა შანსი, ხელისუფლების სიბრიყვიდან გამომდინარეობს“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ გუანტანამოს წამების კონტექსტში სააკაშვილის ხსენება სასაცილოა.
„რომელ წამებაზეა საუბარი, ხელი რომ მოჰკიდეს, შეიყვანეს შიგნით და დააბრძანეს? ეს არის წამება? მაშინ ის რა იყო, რაც მის ციხეებში ხდებოდა? როგორც არ უნდა წარმოაჩინონ, რომ თურმე ჩვენს ციხეში სააკაშვილთან მიმართებით გუანტანამოს მეთოდებს იყენებენ, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ დამნაშავე ციხიდან გამოუშვან“, - გვითხრა გელა ნიკოლაიშვილმა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალა იყო გამოყენებული. გუანტანამოშიც აწამებდნენ პატიმრებს და აქაც წამებაა, ოღონდ წამების თუ ზეწოლის სხვადასხვა ფორმები არსებობს.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ქვეყანაში დგინდება ადამიანთა წამება, მათ შორის, ამერიკაშიც, რომელიც დემოკრატიული ქვეყანაა, „ჰუმან რაითს ვოჩის“ სტანდარტებით, ეს არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანის წამება, რაც სააკაშვილთან მიმართებით მოხდა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, ზოგიერთები ცდილობენ, სააკაშვილს მისი მმართველობის პერიოდში პატიმართა წამება გაუხსენონ და გუანტანამოს შეადარონ მაშინდელი მძიმე ფაქტები. სინამდვილეში, ნიკა ჩიტაძის თქმით, გუანტანამოში რომ დადგინდა ერაყელი პატიმრების წამება, ეს ფაქტები არავის არ დაუბრალებია ჯორჯ ბუშისა და მერე ობამასთვის, გუანტანამოს გამო ცალკეულ ადამიანებს მოეთხოვათ პასუხი. საქართველოში კი რომელიმე საკანში თუ მოხდა წამება, ყველაფერი ბრალდება მიხეილ სააკაშვილს. ამით სპეკულირებდა მაშინვე ოპოზიცია.
„თუ დაამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი გასცემდა წამების ბრძანებას, კი ბატონო, მაგრამ სისტემურ დანაშაულს რომ ახსენებენ, რეალურად არსად არ მტკიცდება, რომ სააკაშვილი ბრძანებას გასცემდა, ციხეში ვიღაც ეწამებინათ. ციხის კადრებიც დადგმული იყო, ექსპერტიზამ არ დაადასტურა ცოცხით ადამიანის გაუპატიურება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს უკვირს, როცა სააკაშვილის წამებას გუანტანამოს ადარებენ, რადგან ის პირობები, რომელშიც დღეს სააკაშვილი იმყოფება, წარმოუდგენლად კარგია.
„რაზეა ლაპარაკი, როცა ყოველდღე შეუძლია 3-5 ადამიანი მიიღოს?! სასამართლო პროცესზე გამოვიდეს? ამ დროს ლაპარაკობენ, თურმე „შუმოკი“ იყოო. სინამდვილეში, ასეთ ციხეში მშვენივრად იცხოვრებდა კაცი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.
ექსპერტი.....................................
ზუსტად მზია კვირიკაშვილის ......ბუღღღღღღღღღღღღალტერია..................