იენს სტოლტენბერგი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ძლიერი პასუხი და რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება

იენს სტოლტენბერგი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ძლიერი პასუხი და რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ძლიერი პასუხი და რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

„2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები. ამავდროულად, ჩვენ ღია ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით. ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრის შეთავაზება კვლავ აქტუალურია. ამ შეთავაზებაზე პასუხი რუსეთმა უნდა გასცეს. მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც რთული პერიოდია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.