აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.
„ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა ვლადიმერ პუტინს, რომ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეწტია და ეს საკითხი უკრაინასა და ნატოს წევრებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა მას ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის პრეზიდენტთან 7 დეკემბერს გამართულ მოლაპარაკებებზე.