ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის პატიმართან ყოველი ვიზიტისა და სააკაშვილის ზიარების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ეს საეკლესიო საიდუმლოება საკურნებელი გახდეს მისი სულისა და ხორცისა, მსჯავრდებულში იწვევს ფსიქიკური აშლილობის რეციდივს და ხელისუფლების მიმართ სუიციდიალური ხასიათის დაშანტაჟებას. მისი თქმით, რატომ სჩადის ამ ყოველივეს მეუფე ნიკოლოზი, რატომ მიჰყავს მიზანდასახულად სააკაშვილი შესაძლო უმძიმესი შედეგის დადგომამდე და ვინ „შეუკვეთა“ მას ამ ნაბიჯის გადადგმა? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უკვე სცდება საპატრიარქოს პრეროგატივას, რომლის რეკომენდაციებს და რჩევებს აბუჩად იგდებს მეუფე ნიკოლოზი.
for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.
მთავარი გეგმა, რაც სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად მუშავდება, მისი ფსიქიკურად შეშლილად გამოცხადებაა, რომელსაც აუცილებლად, ჰოლანდიაში უნდა უმკურნალონ. ვხედავთ, რომ სააკაშვილის გარემოცვა მის შეურაცხადობაზე აგებს კამპანიას და პირველად ნიკა გვარამიამ დაიწყო საუბარი სააკაშვილის არაადეკვატურობაზე. საინტერესო მომენტია ისიც, რომ ექს-პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში ფსიქიატრის და ფსიქოლოგის ჩართულობას კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდანვე ითხოვდა ნიკოლოზ ყიფშიძე. ვიცით ისიც, რომ სააკაშვილს შეხვდა ცნობილი ფსიქიატრი, პროფესორი დავით ზურაბაშვილი. ბატონო დავით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისულება არ ებრძვის ავადმყოფ ადამიანებს. ამიტომ, ვუბრუნდები ერთხელ უკვე გამოთქმულ აზრს - მე არ ვარ სპეციალისტი, უნდა შეირჩეს ამ დარგის სპეციალისტები, ალბათ, საერთაშორისო კონსილიუმი, რომელიც დადებს კვალიფიციურ სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სადაც მკაფიოდ ჩაიწერება რა სჭირს მსჯავრდებულ სააკაშვილს, რამდენად განკურნებადია ის რაც სჭირს და რამდენად შეუძლებელია საქართველში შესაბამის საავადმყოფოში მისი განკურნება. ამიტომ, ჯერ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ამის მერე დავიწყებთ მსჯელობას იმაზე, ასეთ შემთხვევაში კანონი რას ითვალისწინებს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება ავადმყოფთან ბრძოლას არც აქამდე აწარომებდა და არც დღეს აპირებს, მაგრამ კონსილიუმის დასკვნა უნდა იყოს რკინა-ბეტონის დასკვნა, რომელსაც ხელს მოაწერენ თავის საქმის სპეციალისტები, რომელთა მიმართებაში არც სააკაშვილს, არც დედამისს, არც ლომჯარიას და არც სახელმწიფო ინსპექტორს კითხვის ნიშნები აღარ ექნება. რა თქმა უნდა, ეს იქნება საჯარო განხილვის თემა და ამის შესახებ გაიგებს ყველა. აქ არაა საუბარი სამედიცინო საიდუმლოს გამჟღავნებაზე, ეს არ არის სახლის პირობებში თავისუფლებაზე მყოფი პაციენტი, პირველ რიგში, სააკაშვილი არის მსჯაავრდებული, რომლის შემდგომი ბედი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და კანონმა. ამიტომ, დოკუმენტი, რომელიც დაიდება მისი ფსიქიკური სამედიცინო ჯანმრთელობის შესახებ, რა თქმა უნდა, იქნება ფართო საზოგადოების განსჯის საგანი.
როდესაც დაცვის მხარე აცხადებს, რომ სააკაშვილის აქვს ფსიქიატრიული პრობლემები და ამიტომ აუცილებელია მისი ქვეყნიდან გაყვანა, მარტივად იკითხება მოტივი - აარიდონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუკი აქვს ფსიქიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება არ არის მოიწვიოს სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზა და თქვას, სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ არა? და თუ აქვს, მაშინ როდიდან?
- რა თქმა უნდა. ბრალდების მხარემ ეს საკითხი უნდა დააყენოს სასამართლოზე. ანუ, პროკურატურამ შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში ჩატარდეს კომპლექსური და ამავდროულად სპეციალიზირებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ეს არ არის საზოგადოებრივი დაკვეთის და მსჯელობის საგანი. ეს არის გარკვეულ პროცესუალურ ნორმებს დაქვემდებარებული საკითხი, რომლის დაყენების ფორმა გაწერილია კანონში, ისევე როგორც მისი აღსრულება. მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ არ მიმართავს ბრალდების მხარე, პროკურატურა ამ მოთხოვნით სასამართლოს. არ ვიცი, დაველოდოთ, შეიძლება ეს მოთხოვნა გაჩნდეს უახლოეს მომავალში.
სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მას მისცეს მედიკამენტი, რომელსაც მოჰყვა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის გართულება და ამ მედიკამენტებს ნიკოლოზ ყიფშიძესგან დამოუკიდებლად აძლევდა ექიმი...
- ეს ისეთი ტიპის გადაბრალება იყო, რომელიც ძალიან ადვილად ექვემდებარება უარყოფას. გამორიცხულია მსჯავრდებულ სააკაშვილს მე-12 დაწესებულების პირობებში რაიმე მედიკამენტი მიეღო, თუნდაც ციტრამონი, თავის პირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ეს, უბრალოდ, გამორიცხეთ, ვინაიდან მისი ნდობის ხარისხი საქართველოს სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან და მის პენიტენციურ სისტემასთან მიმართებაში, არის ნულის ტოლი. ვერავინ ვერ დაამტკიცებს იმას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციური სისტემის ექიმების მიერ დანიშნულ მისთვის უცნობ და გაუგებარ მედიკამენტებს ბრმად იღებდა. ეს უბრალოდ გამორიცხულია.
მიმართონ ნიკოლოზ ყიფშიძეს, შეიძლება მან გადაამისამართოს კიდევ ერთ იდუმალებით მოცულ ჰოლანდიელ ექიმთან, რომელიც ასევე მის პირად ექიმად ითვლება და რომელიც უნიშნავდა მას ამ ანტიდეპრესანტებს, თუ სხვადასხვა ნევროლოგიური ტიპის მედიკამენტებს. მაგრამ ეს ისეთი გადაბრალება იყო - გაისროლეს და ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ. იმდენად ადვილად ექვემდებარება უარყოფას, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს.
რაც შეეხება მისი დაავადების ისტორიას - გენეტიკურია, თუ შეძენილია ბავშვობაში, ან სტუდენტობაში, თუ რაიმე ფსიქოლოგიური სტერსის გამო განუვითარდა, ეს არის კომპლექსური, სამედიცინო ექსპერტიზის კონსილიუმის დონეზე დასადგენი საკითხი. სხვათა შორის, როდესაც ეს საკითხი დადგება, აი, მაშინ დადგება დღის წესრიგში იმ ექიმების ჩართვა კონსილიუმში, ვის ხელში გადიოდა პაციენტი სააკაშვილი თავისი ცხოვრების ეტაპზე ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევას, მათ შორის სკოლის ასაკიდან დაწყებული და გაგრძელებული შემდგომ წლებში.
როგორ ფიქრობთ, აწყობს კი სააკაშვილს ფიქიკურად დაავადებული პაციენტის სახელით ციხის დატოვება, რომელიც პოლიტიკაში დასაბრუნებლად იბრძვის?
- შეიძლება სულ არ უნდოდეს მიშას თეთრი ბილეთით გამოსვლა თავისუფლებაზე იმიტომ, რომ მისთვის ეს, როგორც მომავალი პოლიტიკოსისთვის, ან პარტიული ლიდერისთვის დასრულებული იქნება. დიდი არაფერი არჩევანი არ აქვთ, ადვოკატები იძულებელი არიან, ამ გზით იმოქმედონ. რადგან ვერ გამოდგა მიშასგან ჯანმრთელი გმირი, რომელიც რამდენიმე წელიწადი გასტანდა ციხეში, იქიდან მოახდენდა „სიმამაცით“ და თავისი ამ „მეწამეობრივი“ იმიჯით თავის ამომრჩევლების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, რომ საბოლოო ჯამში, მისი იდეაფიქსი, კიდევ ერთი ფსიქიატრიული ტერმინი - სახელმწიფო გადატრიალებით ხელისუფლებას დაბრუნდებოდა, ამიტომ დაცვას, უბრალოდ, დიდი არჩევანიც არ აქვს. მიშას შეურაცხადობას მიაწვებიან, მიშას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
მორწმუნე ქრისტიანმა იცის, რას ნიშნავს შვიდგზის ზეთის ცხება, ასევე რას ნიშნავს აღსარებისა და ზიარების საიდუმლო და იცის, უღირსად ზიარების შემთხვევაში რა შედეგიც დება. მეუფე ნიკოლოზის ბოლო ვიზიტი სააკაშვილთან და შვიდგზის ზეთის ცხება ისე, რომ კურთხევა არ არსებობდა უწმინდესისგან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მეუფე ნიკოლოზის და სააკაშვილის მიჯნურობის ისტორია სცილდება რელიგიას?
- 1943 წელს, როდესაც იოსებ სტალინმა გადაწყვიტა პატრიარქის ინსტიტუტი აეღორძინებინა საბჭოთა კავშირის სივრცეში, მან თავის კუნცეოს აგარაკზე დაპატიჟა 3 მღვდელმთავარი. ერთ-ერთი მღვდელმთავარი ძალიან ნერვიულობდა ამ ვიზიტის წინ და ფიქრობდა იმაზე, რა ჩაეცვა. საბოლოოდ გადაწყვიტა სამოქალაქო ტანსაცმელით მისულიყო სტალინთან. სტალინმა, როგორც სასულიერო სემინარია დამთავრებულმა ეს მომენტი არ გაატარა და უბრალოდ მიმართა მას - „სამიტროპოლო სამოსში რატომ არ მობრძანდით. სამოქალაქო ფორმით რატომ მობრძანდით?“ - მიტროპოლიტმა გულწრფელად უპასუხა - „იცით, ამხანაგო სტალინ, შემეშინდა“, რაზეც სტალინმა უთხრა - „ჩემი კი არ უნდა გეშინოდეს, ღმერთის გეშინოდეს“. იგივე პასუხი შემიძლია დავუბრუნო მეუფე ნიკოლოზს.
ისეთი რა შიში აქვს, როგორ, ან რითი აშინებს სააკაშვილი, რომ შვიდი საეკლესიო საიდუმლოებიდან 3 საიდუმლოს პროფანაციას ახდენს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმების განხორციელების მიზნით?! ცეცხლს ეთამაშება თვითონ მეუფე ნიკოლოზი, როგორც მღვდელმთავარი, შარში აგდებს მიხეილ სააკაშვილს და დაბრკოლებაში შეჰყავს მორწმუნე მრევლი, რომელიც ისედაც გაუგებრობაშია მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში.
წმინდა მამები გვაფრთხილებენ და ზიარების წინა ლოცვებიდანაც ვიგებთ, რა ცეცხლს ეთამაშება უღირსად მაზიარებელი, რომელიც ამ საიდუმლოებამ განკურნების ნაცვლად, შეიძლება „დაწვას“, ან ფსიქიკურად გაანადგუროს ან სულაც მისი სიკვდილი გამოიწვიოს. ზიარების საიდუმლოებას წინ უძღვის აღსარების საიდუმლოება, რომლის დედაარსი დევს სინანულსა და ჩადენილ ცოდვათა გულწრფელ მონანიებაში. მონანიების გარეშე ეზიარა იუდა ისკარიოტელი, განეშორა უფალს და თავი მოიკლა. ასე რომ, მეუფე ნიკოლოზი ძალზე სახიფათო თემებს ეთამაშება, თანაც შეგნებულად, რამეთუ წარმოუდგენელია იგი არა უწყოდეს რას სჩადის. ამასთანავე, როგორც მინიმუმ - შვიდიდან, სამი საეკლესიო საიდუმლოების პროფანაციას ახდენს და მორწმუნე მრევლში იწვევს შფოთსა და დაბრკოლებას.
რატომ სჩადის ამ ყოველივეს მეუფე ნიკოლოზი? რატომ მიჰყავს მიზანდასახულად სააკაშვილი შესაძლო უმძიმესი შედეგის დადგომამდე? ვინ „შეუკვეთა“ მას ამ ნაბიჯის გადადგმა? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა უკვე სცდება საპატრიარქოს პრეროგატივას, რომლის რეკომენდაციებს და რჩევებს აბუჩად იგდებს მეუფე ნიკოლოზი. უბრალოდ, არ მინდა სინდისთან და კანონთან ვაგო პასუხი, ჩემს თვალწინ განვითარებული შესაძლო დანაშაულის შესახებ შეუტყობინებლობის გამო. პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთი თემებით მანიპულირება, ან თუნდაც იმისთვის, რომ მძევლობის ინსტრუმენტია, მე მგონია, რომ მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალია, რაღაცის გამო.
როგორ ფიქრობთ, რის გამო? მეუფე ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია და ითხოვდა კიდეც მერაბიშვილის შეწყალებას...
- არ ვიცი, მაგრამ რომც ვიცოდე, ეს ისეთი თემაა, რომლის საჯაროდ გამოტანაც არ შეიძლება. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა იმდენად აშინებს მეუფე ნიკოლოზს, რომ მას სააკაშვილის შიში უფრო აქვს, ვიდრე უფლის შიში. ეს არის მთელი უბედურება ამ ცირკის, რომლის მონაწილეც არის მოქმედი მღვდელმთავარი.
და სად ჩანს აქ შერიგების სურვილი?
- კბენით მასაჟს მიჩვეულისთვის, რომელიც გაუპატიურებასაც სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს, მუქარანარევი იყო „შერიგების“ შემოთავაზებაც.
კერძოდ, მიხეილ "წამებულო" ვიდრე კამოს მეთოდს არ გამოიყენებ, მანამ მუგიწევს ნარების ხეხვა!
აჯობებს, პირდაპირ ეთერში სახალხოდ მოახდინო თავიდან ბოლომდე ამ აქტის ჩვენება და გპირდები!
ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე კინწისკვრით გამოგაგდებენ გლდან ვეგასის "სამოთხიდან"...