პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამაც გამოუცხადა. ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ დაწერა.

„კანადა კვლავ ძალიან შეშფოთებულია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. შესაბამისად, ჩვენ არ გავგზავნით დიპლომატიურ წარმომადგენლობას პეკინში ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე. გავაგრძელებთ ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ მსოფლიოს მასშტაბით ასპარეზობისთვის“, - წერს ტრიუდო.

მანამდე პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი აშშ-მა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოუცხადეს.

ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-დან 20 იანვრის ჩათვლით გაიმართება, 4-დან 13 მარტის ჩათვლის კი ჩინეთი პარაოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.