ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს მისთვის მისაღები საშუალება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამან სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ძირი არ უნდა გამოუთხაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება უკრაინაში შესაბამისი სამხედრო კონტინგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განლაგება. სამწუხაროდ, ნატო რუსეთთან მიმართებით აშკარად კონფრონტაციულ ხაზს ატარებს“, - აღნიშნა აღნიშნა პუტინმა.