„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის წიგნში სურათს იმსახურებს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 3 მილიარდი დაახარჯა ქვეყანას, ერთ პატარა სურათს არ იმსახურებს?“

„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის წიგნში სურათს იმსახურებს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 3 მილიარდი დაახარჯა ქვეყანას, ერთ პატარა სურათს არ იმსახურებს?“

საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის წიგნი პოლიტიკური გარჩევის საგნად იქცა. სახელმძღვანელოში პროგრამის იმ ნაწილს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, სკოლის მოსწავლეები გაზაფხულზე გაივლიან. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ატეხილი ხმაურის გამო, ამ გაკვეთილს მასწავლებლის მხრიდან ახსნა აღარ დასჭირდება და სკოლის მოსწავლეებს უკვე ეცოდინებათ, რა როლი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში.

ყველაფერი კი, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას სოციალური ქსელის გზავნილით დაიწყო. ელენე ხოშტარიამ ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერის შეტანა გააპროტესტა და თანამოაზრეებს უხმო გასაპროტესტებლად.

ხოშტარიას გაპროტესტებას რომ აზრი არ აქვს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ასე განმარტავს:

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იქნეს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილისთვის მიუღებელია ის ბულინგი, რომელიც განათლების სიტემის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება.

„ამ წიგნმა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გაიარა. ამიტომ, ბავშვების, მშობლების ბულინგი და მთელი სისტემის შემოტევის საგნად გახდომა, აბსოლუტურად მიუღებელია, მაშინ, როდესაც ამ შემოტევის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ცენზურისაგან აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი განათლების სისტემა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემი პოზიციას ჩანაწერთან დაკავშირებით - 2021 წელს ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებით მიღწეულ იქნა ისტორიული გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, 2008 წელს ომის დასრულებიდან მალევე, ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩანაწერს ხელი მოაწერა სწორედ იმ ძალამ, რომელიც ახლა განათლების სისტემის მიმართ ბულინგს ახორციელებს. ჩემი შეხედულება არის ის, რომ რუსეთი ახლა ძალიან გააქტიურებულია უკრაინისა და რეგიონის მიმართებით და ამ დროს რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმასთან გვაქვს ადგილი. მეორე ვარიანტია - „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად გაკოტრებულია თავისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის პროცესიდან გამომდინარე. მისმა გამოსვლებმა საზოგადოებაში კიდევ მეტი უკმაყოფილობა გამოიწვია და რაღაცნაირად ცდილობენ სხვა თემაზე ყურადღების გადატანას. რეალურად აღნიშნულ საკითხს კრიტიკის საფუძველი არ გააჩნია“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის წევრმა.

განათლების სისტემაზე და კონკრეტულად ისტორიის სახელმძღვანელოზე თავდასხმა მიუღებელია ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძისთვის. ექსპერტი მიიჩნევს, რომ წიგნში თანამედროვე ისტორია ზუსტად არის აღწერილი. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ საკითხს ხელოვნურად ამწვავებს, რადგან სურთ, რომ საზოგადოებას თავი რაღაცით შეახსენონ. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, ეს არის ძალიან კარგად დაწერილი წიგნი. განსაკუთრებით იმ მონაკვეთზე, სადაც საუბარია დღევანდელ დღეზე და განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ წიგნის ავტორი წერს 21-ე საუკუნის საქართველოში კრიმინალური ურთიერთობა გამოსწორდაო, შემცირდა კორუფციაო, რამაც გამოიწვია ეკონომიკის გამოცოცხლება. ასევე, დადებითი ტენდეციები გამოჩნდა კულტურის სფეროში. ეს ყველაფერი აღწერილია შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის პერიოდზე და ამაში ცუდი რა არის?!

რაც შეეხება 2008 წლის ომის პერიოდს, ომის პერიოდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის კისერზე რომ იქნება, ამას ისტორია ასი წლის შემდეგაც იტყვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი პროვოკაციული პოლიტიკით დაგვამახსოვრა, როდესაც ის წამოეგო კრემლის ანკესს და კატასტროფული შედეგი მიიღო. კატასტროფული შედეგი იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი ქვეყნის 20% დაიკარგა და იმ ტერიტორებიდან გამოდევნილი იქნა ქართული მოსახლეობა. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მათ აღიარეს, რომ საქართველომ ომი დაიწყო. აი, ამ დოკუმენტს ვერავითარ შემთხვევაში ნაჯახითაც ვერ ამოგლეჯ და ამას „ნაცმოძრაობას“ სულ შეახსენებენ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს, ივანიშვილი მოხსენიებული აბსოლუტურად სწორად არის. წიგნში ვკითხულობთ - ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და შემდგომ პრემიერ-მინისტრი გახდა. ცნობილია ქველმოქმედებით და მეტი წინადადება იქ არ წერია. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, დემოკრატიულად ჩატარდა და ამას „ნაციონალური მოძრაობაშიც“ აღიარებენ, ამბობენ, რომ ხელისუფლება მშვიდად გადავეცითო და პრემიერ-მინისტრი ცნობილი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი გახდა. რა არის ამაში ტყუილი? თუ მეგის ქარდავას სისტემის ჩამომყალიბებელი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის წიგნში სურათს იმსახურებს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 3 მილიარდი დაახარჯა ქვეყანას, ერთ პატარა სურათს არ იმსახურებს? ბავშვებმა არ უნდა იცოდნენ სინამდვილეში ეს კაცი ვინ იყო?“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.

ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს კი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერი, კომუნისტების პერიოდს აგონებს.

„წიგნში საუბარი არ არის იმაზე, რომ 2008 წის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდნენ. საუბარია დაახლოებით 200 ჯავშან მანქანაზე, რომელმაც საქართველო-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 7 აგვისტომდე რუსეთმა სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიყვანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რეალურად, რომ როდესაც ეს მასალები წიგნში ჩართული არაა, ეს ყველაფერი ისტორიას ამახინჯებს. „ქართული ოცნების“ მიზანია შექმნას იმის ილუზია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაიცია კი მოახდინა, მაგრამ ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების შეცდომების გამო მოხდა. ვფიქრობ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ნაწილი დამახინჯებულია. სამწუხარო რეალობა ასეთია.

რაც შეხება ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებას - მინდა გითხრათ, რომ ეს კომუნისტურ ეპოქას მაგონებს. კომუნისტების პერიოდში ისტორიის სახლმძღვანელოებში კომუნისტური ლიდერების გაფეტიშება იყო ხოლმე. სხვათა შორის ეს სხვადასხვა პერიოდს უკავშირდებოდა - ბრეჟნევი თუ იყო ხელისუფლებაში ბრეჟნევზე საუბრობდნენ, ანდროპოვი იყო და მას აპეტიშებდნენ, გორბაჩოვი იყო და მის ციტატებს სვამდნენ და ა.შ. ახლაც ასეა, ივანიშვილის მეცენატად წარმოდგენა, ვფიქრობ, გაბერილია. არანაირად არ შეიძლება, რომ წიგნი ემსახურებოდეს კონკრეტული პოლიტიკოსის პროპაგანდას. კი, უნდა ეწეროს ოღონდ ასე, რომ ჩამოაყალიბა პარტია და მისმა პარტიამ 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ for.ge-ს.

mamuka65 ჩიტაძე, შე სირო (,,სირიც" ჩიტია), გავარტყი შენს ,,ექსპერტობას", ბიჭო, შენს ბელადს საერთოდ ჰიმნი შეუქმნეს ,,მიშა მაგარია!" და მაშინ ერთი ხმა არ ამოგიღია ! ,,ექსპერტი" კი არა სექსპერტი ხარ!
2 წლის უკან