ბუნდესტაგმა გერმანიის ახალ კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია

ბუნდესტაგმა გერმანიის ახალ კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია

ბუნდესტაგმა გერმანიის ახალ კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი 395-მა დეპუტატმა დაუჭირა.

24 ნოემბერს, გერმანიაში „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციური მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმდნენ.