კრემლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კრემლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოსთხოვა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსამიტის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კრემლში აღნიშნავენ, რომ ვიდეოსამიტის დროს ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ „ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო პოტენციალს აძლიერებს და უკრაინის ტერიტორიის ასათვისებლად სახიფათო მცდელობებს ახორციელებს“.

„ამიტომ, რუსეთი სერიოზულად დაინტერესებულია სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების მოპოვებით, რომელიც გამორიცხავს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეტევითი შეიარაღების სისტემების რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში განთავსებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.