თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს.

„ცხადია, რომ საუბარი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ლიდერებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა ტელეკომპანია MSNBC-თან ინტერვიუში.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოსამიტი 7 დეკემბერს გაიმართება. ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებენ.

ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ მხოლოდ ერთხელ - 2021 წლის ივნისში, ჟენევის სამიტზე შეხვდნენ.