შევაჩეროთ ქართულენოვანი ფეისიბუქის ცენზურა! წინ აღვუდგეთ დეზინფრომაციული პროპაგანდით საქართველოს ინტერნეტ-ოკუპაციას!

შევაჩეროთ ქართულენოვანი ფეისიბუქის ცენზურა! წინ აღვუდგეთ დეზინფრომაციული პროპაგანდით საქართველოს ინტერნეტ-ოკუპაციას!

ქართული კლუბი გაოგნებულია დეზინფორმაციული პროპაგანდის მესვეურთა ბოლო დროინდელი აგრესიული მცდელობებით, განახორციელონ ქართულენოვანი ფეისიბუქის უტიფარი „ოკუპაცია“. კერძოდ: კინწურაშვილ-ბუზიაშვილების „კანტორამ“, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ჯიუტად, ზრდის და აფართოებს საკუთარ ექსკლუზიურ კონტროლს ქართულენოვან ფეისბუქზე, გაავებული მედია-ცერბერის როლი გაითავისა: დეზინფორმაციული პროპაგანდის შეუზღუდავი გავრცელების ხელშეწყობასთან ერთად იგი დაუნდობლად სდევნის დამოუკიდებელ მედიას. კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ, რომ მათ მიაღწიეს ქართული თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი ფლაგმანის, ინტერნეტ-გამოცემა for.ge-ს ფეისიბუქზე დაბლოკვას!

უკვე განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დეზინფორმაციული პროპაგანდის მესვეურებს ხელში უვარდებათ ფეისიბუქის ქართული სივრცის კონტროლი, რაც დღითი-დღე სულ უფრო ხისტი და „ავტორიტარული“ ხასიათის ხდება.

ქართული კლუბი მიიჩნევს, რომ მათი მოქმედება კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყნის წინაშე მდგარ ჰიბრიდულ საფრთხეებს: უწინარესად, ახდენს ფეისბუქის, საქართველოში ყველაზე მასობრივი და პოპულარული სოციალური ქსელის, რასაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, არსებით დისკრედიტაციას, ამკვიდრებს რა საშიშ აღქმას, რომ ეს ქსელი ღიაობის, დემოკრატიულობის, მომხმარებელთა თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების ნაცვლად, ემყარება პრო-დასავლურობით შენიღბულ ფსევდო-ლიბერალურ „იდეოლოგიურ ავტორიტარიზმს“, რაც ახალისებს ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ, დეზინფორმაციულ პროპაგანდას და ამასთან, უკვე ღიად ეწევა განსხვავებული შეხედულებების გამო აშკარა, დაუფარავ დისკრიმინაციასა და უარესიც - სამარცხვინო ცენზურის მეშვეობით დევნას. მეორეს მხრივ, მათი აგრესიული ქმედებით ილახება საქართველოს იურისდიქცია, ვინაიდან, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და აქ ყოველგვარი ცენზურა, თავისუფალი სიტყვის მსგავსი უცერემონიო და ურცხვი დევნა, რაც აშკარაა არა მხოოდ for.ge-ს, არამედ უამრავი ქართველი მომხმარებლის ყოვლად უსამართლოდ, ოდენ განსხვავებული შეხედულებების გამო, დაბლოკვის მაგალითზე, მოქმედი კანონმდებლობით კატეგორიულად აკრძალულია!

ქართული კლუბი ყველას შეახსენებს, რომ უამრავი დისკრიმინირებული, უსამართლოდ დევნილი თუ დაბლოკილი ფეისბუქ-მომხმარებელი, წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს ანდა საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. არავის აქვს უფლება ხელყოს საქართველოს მოქალაქეთა, რომელთაც იცავს ქართული სამართალი და სახელმწიფო, ეს ფუნდამენტური უფლებები!

ქართულ კლუბს აუცილებელად მიაჩნია ორგანიზებული წინააღმდეგობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საბედისწერო ჰიბრიდული საფრთხე, რაც მტრული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდენტობის საწინააღმდეგო დეზინფორმაციული პროპაგანდის მესვეურთა მიერ ქართული ინტერნეტ-სივრცის (ამ შემთხვევაში ყველაზე მასობრივი და პოპულარული სოციალური ქსელის) ოკუპაციასა და თავისუფალი სიტყვის დევნა-შევიწროვებას უკავშირდება.

არსებითად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადაუდებლად აუცილებელი როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული ზომების გატარებისკენ, რათა აღკვეთილი იქნას კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უტიფარი შეზღუდვა და ურცხვი ცენზურა! კერძოდ, სულ ცოტა, დაწესდეს მკაცრი ადმინისტრაციული და შესაძლოა, სისხლის სამართლებრივიც, პასუხისმგებლობა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ვინც ბედავს და უხეშად არღვევს რა კანონს, ცენზურის გამოყენებით, ანდა თუნდაც უცენზურო, შეურაცხმყოფელი თავდასხმებით ქართულენოვან ინტერნეტში დევნის თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას!

მივმართავთ ფესიბუქის ყველა იმ ქართველ მომხმარებელს, ვისთვისაც ძვირფასია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მკაცრად დაგმოს და გააპროტესტოს კინწურაშვილ-ბუზიაშვილების უკვე წრეგადასულად ამაზრზენი ქმედებები და კატეგორიულად მოითხოვს თავისუფალი სიტყვის დევნის შეწყვეტა!

ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ამ საკითხში მივაღწევთ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანსაღი საზოგადოების სრულ კონსოლიდაციას, რათა შევაჩეროთ ქართულენოვანი ფესიბუქის ცენზურა და წინ აღვუდგეთ მტრული, დეზინფორმაციული პროპაგანდით საქართველოს ინტერნეტ-ოკუპაციას!

 

 

Katana . არა ვარ "ფეისბუკის" მომხმარებელი. (არ მქონია და არც მომავალში ვაპირებ ფეისბუქ-გვერდის გახსნას).

მაგრამ რა პროტესტებსაც ამ თემაზე ვკითხულობ, მაფიქრებინებს, რომ ქ-ნი კინწურაშვილის სახით, აღდგა საბჭოური ცენზურა, რასაც მაშინ ერქვა
" მ თ ა ვ ლ ი ტ ი ". (ამ თანამდებობაზე ინიშნებოდა ყოველმხრივ შემოწმებული, სანდო და გამოცდილი КГВ-ს კადრი!).

ჰოდა, ჩემი, როგორც For.Ge"-ს ერთგული მომხმარებლისა მისი დაარსების დღიდან (მეტიც - მისი წინამორბედის და აწ ნაცების მიერ ანექსირებული "პრესა,გე"-ს პერიოდიდან), უმთავარი კითხვა:
-- ვინ დანიშნა ფეისბუქის "მთავლიტად" კინწურაშვილი, რა ნიშნის მიხედვით შეირჩა ეს ნაცებისთვის სანდო კადრი ცენზორის თანამდებობაზე და რა მექანიზმი არსებობს მის შესაცვლელად?
2 წლის უკან
Katana უნდა ეწეროს КГБ.
2 წლის უკან
Katana . P.S. ამ "შაქრის მთამ" (Zuckerberg) ჭიანჭველებივით მიიზიდა ნაცები და რაშია საქმე, ნეტავი?
2 წლის უკან