CNN-მა ცნობილი წამყვანი, კრის ქუომო სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი პოლიტიკოსი ძმის - ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს დახმარებაა.
CNN-ი განმარტავს, რომ წამყვანი, მაშინ, როცა მისი უფროსი ძმის მიერ ქალების შევიწროებაზე გავრცელდა ბრალდებები, ცდილობდა, ის დაეცვა, რისთვისაც საკუთარ სამსახურეობრივ პოზიციას იყენებდა.
ქუომო CNN-ში 2013 წლიდან მუშაობდა და ახალი ამბების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წამყვანი იყო. ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასაც ხელმძღვანელობდა.
პროკურორის თქმით, ტელეწამყვანი გამუდმებით ცდილობდა გუბერნატორის ოფისის თანამშრომლებზე ზეწოლას, რათა ძმა დაეცვა. CNN-ის განმარტებით, მან ჟურნალისტური ეთიკა დაარღვია.
ენდრიუ ქუომომ თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოში, მას შემდეგ დატოვა, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 თანამშრომელი ქალი სექსუალურად შეავიწროვა.