ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ჯარისკაცები 16 ნოემბერს დააკავეს და მათ გათავისუფლებაში შუამავლის როლი რუსეთმა შეასრულა.
16 ნოემბერს, კრემლის მოწოდების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 26 ნოემბერს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
„შევთანხმდით, ნაბიჯები გადავდგათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, ხელი შევუწყოთ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე ორმხრივი კომისიის შექმნის პროცესს რუსეთის ფედერაციის საკონსულტაციო მონაწილეობით, მხარეთა განცხადების საფუძველზე“, - აღნიშნულია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.