ავსტრიის ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი, რომელიც თანამდებობიდან კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა, პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ავსტრიის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 35 წლის კურცმა იმით ახსნა, რომ ერთი თვის წინ მამა გახდა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ჩემი პოლიტიკური ცხოვრება აღარ წარმოადგენდა საუკეთესო იდეებს შორის შეჯიბრს, არამედ იქცა ბრალდებებისგან და ინსინუაციებისგან თავის დაცვად. მე არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი. არც წმინდანი ვარ და არც დამნაშავე. მოულოდნელად ველი იმ დღეს, როდესაც შევძლებ სასამართლოში იმის დამტკიცებას, რომ ჩემ წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უსაფუძვლოა.
ავსტრიული მედიის ცნობით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მას შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი ჩაანაცვლებს.
სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერის თანამდებობას 2017-2019 და 2020-2021 წლებში იკავებდა. მან თანამდებობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დატოვა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.