ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. მანამდე უცნობი მამაკაცი შეეცადა გაეროს შტაბბინის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო, რის გამოც, გაეროს შტაბბინასთან სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მამაკაცს თან სანადირო თოფი ჰქონდა. იგი თვითმკვლელობით იმუქრებოდა.