დონალდ ტრამპი: პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენს საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინა და უბრალოდ პლაჟზე წასულიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა, ვიდრე ახლა არის

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენს საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინა და უბრალოდ პლაჟზე წასულიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა, ვიდრე ახლა არის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანას შეგნებულად ანადგურებს, რის გამოც, ამერიკელი ხალხი მოქმედ ადმინისტრაციას აღარ ენდობა.

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი საგარეო პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებებისა და საწვავზე ფასების გაძვირების გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ გვყავს ადამიანების ჯგუფი. არ ვიცი, შედის თუ არა ამ ჯგუფში ბაიდენი. შეიძლება არ შედიოდეს. მაგრამ ჩვენ გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებს და შესაძლოა, ამას შეგნებულად აკეთებდნენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენს საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინა, უფრო წარმატებული იქნებოდა, ვიდრე ახლა არის.

„პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ჯო ბაიდენს საერთოდ არაფერი რომ არ გაეკეთებინა და უბრალოდ პლაჟზე წასულიყო, უფრო წარმატებული იქნებოდა, ვიდრე ახლა არის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.