აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ქალაქ ოქსფორდის სკოლაში სროლას, სულ მცირე, 3 მოსწავლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, ვადასტურებთ, რომ სამი მოსწავლე დაიღუპა“, - განაცხადა სამართალდამცველების წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მასწავლებელი. სკოლის შენობაში ცეცხლი 15 წლის მოსწავლემ გახსნა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.