უკრაინა ნატოს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოამზადოს და კიევთან სამხედრო თანამშრომლობა გააძლიეროს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ჩვენ მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შეუერთდნენ უკრაინას რუსეთის შემაკავებელი პაკეტის შედგენაში“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
დმიტრო კულებას თქმით, ნატომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უნდა მოამზადოს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ყველაზე ცუდ სცენარს აირჩევს.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ძალისხმევას გავაერთიანებთ, თუ კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, პუტინის შეკავებას შევძლებთ და მას მოტივაცია არ ექნება ყველაზე ცუდი სცენარი აირჩიოს, რაც სამხედრო ოპერაციაა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
30 ნოემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.