ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, ენერგომატარებლების ტრანზიტი შეაჩეროს, თუ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს ჩაკეტავს.
„როდესაც პოლონელები ან კიდევ ვინმე „გაგუდვას“ დამიწყებს, ფიქრობთ, რაღაც კონტრაქტების გარჩევას დავიწყებ? პოლონელებმა გადაწყვიტეს, ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტონ. მშვენიერი. დახურონ საზღვარი. ევროკავშირში ხშირად ისედაც არ დავდივართ. და მე რომ ტრანზიტი ჩავკეტო? მაშინ რა მოხდება? ვნახოთ, მერე როგორ შეიძენენ ენერგომატარებლებს რუსეთში“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
8 ნოემბრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იმყოფება. რამდენჯერმე მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს. პოლონეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ მიგრანტებს ბელარუსის მთავრობა აკონტროლებს.