თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქარიშხალმა თურქეთის რამდენიმე პროვინცია დააზარალა, განსაკუთრებით ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების რეგიონები. სტამბოლში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - ზონგულდაქის პროვინციაში.

სტამბოლში ქარიშხლის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა. ქარიშხლის შედეგად, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი უცხოელი დაიღუპა, ხოლო 19 ადამიანი დაშავდა.