„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, არმენ ხაზარიანმა, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.
როგორც სომხური მედია მის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, დევნილთა 88% ქალი და ბავშვია.
ხაზარიანმა დასძინა, რომ გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სომხეთში 1993 წლიდან მუშაობს, ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში მიგრაციის მართვასა და მდგრად განვითარებაში.