რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში სამი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას Al Jazeera ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ეს მსხვერპლის არსებობის პირველი დადასტურებაა.

დანახშრებული ცხედრები ჩაინათაუნის დასახლებაში იპოვეს, რომელიც მაროდიორებისა და მომიტინგეების სამიზნე იყო. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.

ჰონიარაში, 3-დღიანი არეულობის შემდეგ, კომენდანტის საათი დაწესდა. ვითარების გაკონტროლებაში ადგილობრივ სამართალდამცველებს პაპუა-ახალი გვინეიდან ჩასული ოფიცრებიც ეხმარებოდნენ.

როგორც Al Jazeera წერს, მოსახლეობის პროტესტი სოციალურ პრობლემებსა და, პანდემიის ფონზე, უმუშევრობის მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდას უკავშირდება.