თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები გააფრთხილეს, რომ ბავშვებს მხოლოდ თურქმენულ ენაზე უნდა აჩვენონ მულტფილმები.

ამას გარდა, აიკრძალა ისეთი რვეულების გამოყენება, რომელთაც ყდაზე „რვეული“ რუსულად აწერიათ.

მატარებლების სადგურებსა და აეროპორტებში, ისევე, როგორც სხვა სამგზავრო საშუალებებში, განცხადებები და ინსტრუქციებიც მხოლოდ თურქმენულად იქნება.

თურქმენეთში სახელმწიფო ენა თურქმენულია, რუსული ენის სტატუსი კი არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არაა მითითებული. ქვეყანაში მხოლოდ ერთი სკოლაა, სადაც რუსულად ასწავლიან, თუმცა, დედაქალაქ აშხაბადისა და სხვა რეგიონული ცენტრების სკოლებში რუსული კლასები არსებობს.

ცოტა ხნის წინ, თურქმენეთში მიიღეს კანონი საფოსტო მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საფოსტო გზავნილების რეგისტრაციას მხოლოდ თურქმენულ ენაზეა დაშვებული. იქამდე მოქმედ, 2010 წელს მიღებულ კანონში ეს საკითხი არ იყო გათვალისწინებული.