„სააკაშვილი მთელი ცხოვრება მიჩვეულია რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას, მის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება იძულებითი თავშეკავება“

„სააკაშვილი მთელი ცხოვრება მიჩვეულია რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას, მის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება იძულებითი თავშეკავება“

1 ოქტობრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 200-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გლდანის მე-18 სამკურნალო დაწებულებაში, სადაც პატიმარმა 11 დღე დაჰყო, 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. ყველა, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება ჰქონდა შესულიყო დაწესებულებაში, შედიოდა. იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, მუდმივ რეჟიმში შედიოდ პირადი ექიმი, ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი სააკაშვილი ითხოვს, რომ განახლდეს ვიზიტრთა შესვლა. წესით, იურისტმა სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ პატიმარი არ განსაზღვრავს პროტოკოლს და პატიმრის მონახულების უფლების მიცემა არ არის თავად პატიმრის სურვლიზე. ამის მიუხედავად სააკაშვილმა ხელისუფლებას ახალი ულტიმატუმი წაუყენა, თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებდნენ, უარს იტყოდა მკურნალობის კურსზე და მიიღებდა მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც დაკავებამდე ჰქონდა გამოწერილი.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციას გააგრძელებს. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მათი თხოვნით პატიმარი არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე. დააკვირდებიან რა იქნება ორშაბათს, შემდეგ მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს.

„ჩვენ ვთხოვეთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ რომ, ჩვენ ვიცით, ორშაბათს არის პროცესი. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო და ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი არგუმენტი მივცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ. მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას, შესაბამისად, ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, როგორც მინიმუმ და ვნახავთ, რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ 6 წელი საკმარისი დროა, რომ სააკაშვილმა პროტესტის მრავალფეროვანი ფორმა მოიგონოს, ან გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ციხეებში საკმარისად არსებობს.

„ითხოვდეს და მიეცესო - როგორც გავიგე, პროტესტის რაღაც ახალ ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც არ ვიცით, როგორ დამთავრდება. შეიძლება 6 წელი, 6 წელი არ იყოს და იყოს მეტი. რაც შეეხება სააკაშვილთან მნახველების შესვლას, ორი თვის განმავლობაში სააკაშვილთან უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ერთად აღებული ყველა პატიმართან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.

პარლამენტის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სააკაშვილის მთავარი, მოკლევადიანი მიზანია, რომ რამენაირად ციხეს თავი დააღწიოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი და ბუნებრივია, რომ მასზე უნდა გავრცელდეს ის უფლებები და ვალდებულებები, რაც ყველა პატიმარზე ვრცელდება, ეს უნდა იქნას ბოლომდე დაცული.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი ყველა გზას და საშუალებას მიმართავს, რომ დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიოს. მისი საქართველოში შემოპარვის მიზანი რა იყო? - ქვეყანაში არეულობის შემოტანა და რევოლუციური სიტუაციის შექმნა. ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლა და ა.შ. ეს მიზნები გაცხადებულია მისივე განცხადებებიდან. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აქვს უფლება იმისა, რომ შეინაჩუნოს თავისი კონსტიტუციური უფლებები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სააკაშვილის მოკლევადიანი გეგმა, რომ ყველა ხერხით ციხიდან თავის დაღწევაა, ეს ცხადია, ისევე როგორც ცხადია, რომ ხელისუფლების მიერ გათამამებული პატიმარი არ უჩივის კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილი რიგითი პატიმარია, მაგრამ პირობები რომელიც ამ „რიგით“ პატიმარს შეუქმნეს, არ ტოვებდა ამის შთაბეჭდილებას. მსოფლიო მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, პრეზიდენტები სასჯელს იხდიან ზუსტად ისე, როგორც რიგითი პატიმრები. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება, თითქოს სააკაშვილი არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან,

დაგვიანებულია და დაუშვებელია ასეთი პრინციპით მიდგომა.

„ლათინური გამოთქმაა, რაც მიეტევება იუპიტერს, არ მიეტევება ხარს. ასეთი მიდგომა და მით უმეტეს ასეთი დემონსტრაციული ფორმებით, როცა ყველა უყურებს, რომ ლამის, სააკაშვილმა ოფისი გახსნას ციხეში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ანგრევს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრესპექტივას. ეს სიტუაცია ძალიან მაგონებს ვაიმერის რესპუბლიკაში ჰიტლერის გასამართლებას ცნობილი მიუნხენის „ლუდის პუტჩი“-ს დროს, მასაც დაახლოებით მსგავსი პრივილეგიები ჰქონდა საპატიმროში, რაზეც აღშფოთებული იყვნენ გერმანიაში. ასეთი უპრეცედენტო რამ, რაც აქ ხდება, არც გამიგია და რაც მალე გაიგებენ, რომ პრეს-ცენტრი კი არა, ხელისუფლება არიან, მით უკეთესი“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ნუ ამყოფებს ქვეყანას პერმანენტული სამართლებრივი შიზოფრენიის მდგომარეობაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდნენ - რას ვაკეთებთ როგორც ქვეყანა და რას უპირებენ იმ ხალხს, რომლებიც მათივე უპასუხისმგებლო კოაბიტაციის შედეგად გამრავლდნენ და ქვეყანა მუდმივად პოლიტიკური შიზოფრენიის რეჟიმში ჰყავთ.

„წარმოვიდგინოთ სახელწიფოს დახურული სივრცე და იქ შეუშვან ერთი ეგოისტი, გიჟი ადამიანი, რომელიც, თუ არ გაანეიტრალე, ვერ ისვენებს. გიჟი ყოველთვის შექმნის დღის წესრიგს და იმ დახურულ სივრცეში მყოფ ადამიანებს არ მისცემს ნორმალური ცხოვრების და განვითარების საშუალებას. ეს თუ ვიღაცას პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა გონია, ნუ, წესრიგი ტვინში არ აქვს და არც იცის, რა არის წესრიგი.

მინდა პროკურატურას ვუთხრა, რომ საქმეები, რომელიც აღძრულია, არაადეკვატურია იმ დანაშაულებებისა, რომელიც ჩადენილია. პირდაპირ ვთქვათ, სასაწრაფოდ უნდა მოხდეს გამოძიება და მიეცნენ პასუხისგებაში ადამიანები, რომლებმაც გაანადგურეს მიწათმოწყობის ინსტიტუტი, რომელიც დავითგარეჯის საქმეს არის მიბმული, რომელიც ასევე სახელმწიფო ღალატს უკავშირდება. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული 2008 წლის ომი. ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბიზნესის წართმევებში, სასწრაფოდ უნდა იქნენ ჩამოცილებული თანამდებობებს, ასეთი უამრავია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, სააკაშვილი ყველაფერს ძალიან კარგად აცნობიერებს. მისი ძირითადი მიზანია უმართავი პროცესების პროვოცირება. მით უმეტეს, რომ ამ აბსურდის თეატრის გარშემო საზოგადოებაში უკვე მძაფრდება გაღიზიანება ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც არის კიდევაც სააკაშვილის ძირითადი მიზანი - გაღიზიანება გამძაფრდეს.

„სააკაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ ცდილობს უმართავი პროცესების აგორებას ამ თავისი აბსოლუტურად უაზრო ულტიმატუმებით. შემდეგი ულტიმატუმები შეიძლება იყოს მისი პირადი ექიმის მხრიდან იმის მტკიცება, რომ სააკაშვილი მთელი ცხოვრება მიჩვეული არის ბოდიშით და რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას, მის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება ეს იძულებითი თავშეკავება და იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს, არ მოხდეს სპერმოტოქსიკოზი, ამიტომ აუცილებელია მის საკანაში ღამით პერიოდულად რჩებოდეს თუნდაც დეპუტატი იასკო.

სააკაშვილი საკუთარ თავზე ირგებს, აი, ამ ფსევდო სალოსობას და აი, ამ თავისი გიჟური ულტიმატუმებით ხელისუფლების ამომრჩეველშიც ამძაფრებს ამ უკიდურესად გაღიზიანებულ განწყობას. მაგრამ როდემდე?! არ ვიცი, ამ სიტუაციაში რა იქნებოდა ყველაზე ქმედითი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან - ალბათ, ამ აბსურდული ულტიმატუმების აფიშირება, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი ინფორმირება: პირველი - ეს ადამიანი თავდაყირა აყენებს მართლმსაჯულების სისტემის არსს. მეორე - პროვოცირებას უკეთებს იმ დანარჩენ პატიმრებს, რომ ბოლო-ბოლო ციხის ბუნტი გამოიწვიოს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ბუნტი შეიძლება მივიღოთ იმიტომ, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან. მისი თქმით, ყველა პატიმარს აქვს დაძაბული ნერვები, რა თქმა უნდა, ყველა არის შეზღუდული სამოქალაქო და პირად უფლებებში, რასაც ითვალისწინებს სწორედ პენიტენციალურ სისტემაში მოხვედრა, მაგრამ ისინი იდიოტები არ არიან, უყურებენ, რომ ერთ შერეკილს, ნახევრად გიჟს, ყველაფერი გასდის და ეს ყველაფერი გასდის მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

„ისეთ სახიფათო პრეცედენტს ეყრება საფუძველი ამ ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ყველაფერი აწყობს, თუკი ამ ყველაფერს მოჰყვება რაღაცა უკიდურესი რეაგირება თვითონ პატიმართა მხრიდან და, ალბათ, საზოგადოების მხრიდანაც. ეს ყველაფერი მიმართული იქნება არა მარტო მისი სიგიჟეებთან მიმართებაში, არამედ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს ეს სიგიჟე და არ აყვეს მისი თამაშის წესებს. არ მიიღებს მედიკამენტებს? - ნუ, რას იზამ. ოღონდ ეს ყველაფერი თავის დროზე გააგებინონ ყველა იმ ინსტანციას, რომლებსაც შემდეგ ომბუდსმენი და პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიმართს როგორც მაშველ რგოლს.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ, სამწუხაროდ უამრავი ადამიანი იღებს სუიციდის შესახებ გადაწყვეტილებას და ასე ამთავრებს სიცოცხლეს. ეს სუიციდით თავისი ცხოვრების დამამთავრებელი არ არის. იმდენად ნარციციზმით არის შეპყრობილი, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებს, ეს უნდა ესმოდეს ხელისუფლებას. გარდა ამისა, სხვა პატიმრები, რომლებიც ამას უყურებენ, ისინიც ადამიანები არიან, მათ არ უნდათ საძმაკაცო ჰყავდეთ საკანში ყოველდღე? ქალები მოდიოდნენ? მათ შორის არიან ქალი პატიმრები, მათ არ უნდათ ყოველდღე საკუთარი შვილები ჰყავდეთ გვერდით?“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ საქართველოში მოუწია პატიმრობა, სადაც ის ყოფილი პრეზიდენტი იყო და დამოკიდებულებაც განსხვავებულია. როგორც საყვარელიძე ამბობს, დიდი ეჭვი აქვს, რომ უკრაინის ციხეში ასეთი მდგომარეობა არ ექნებოდა.

„უკრაინის ციხეს უცხოელებიც არ მოსთხოვდნენ, რომ სააკაშვილს სხვანაირად მოეპყარიო. უკრაინის სინამდვილისთვის სააკაშვილი ჩვეულებრივი უკრაინელია, რეალურად კი მიგრანტი. ქართულ სინამდვილეში მაინც ყოფილი პრეზიდენტია და უცხოელების პრეტენზია ამაზე არის მიმართული.

რაც შეეხება მის პრეტენზიებს, გადაავლეთ თვალი სააკაშვილის ბიოგრაფიას - გათამამებას შეჩვეულია. უკრაინის ხელისუფლებამ არ გაათამამა ბოლო დრომდე? ასე რომ, ეს მისი სტილია - მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა. თუკი არ შეუსრულებენ, მერე უკვე შეტევაზე გადასვლა და ა.შ. მისი პრეზიდენტობაც რთული იყო მაგ მხრივ. როგორც გვახსოვს, პრეტენზიანი პრეზიდენტი იყო და პატიმარი მით უფრო რთული იქნება, ფიქრობს, რომ საპრენზიო მეტი აქვს. სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ საქართველოში მოუწია პატიმრობა, სადაც ის ყოფილი პრეზიდენტია და დამოკიდებულებაც სხვანაირია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

ზურაბი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მთელი საქართველო, ვინც მისი მომხრე არ არის, ციხეში ჩავჯდეთ და მიშა გარეთ იყოს. ასე უფრო დაწყნარდება.
2 წლის უკან
Maverick ზურაბ, მიშმაკი სვაბოდაზეა, ციხეში ჩვენ ვართ, ეგ გრიმიტობს, გრიმიტი ჩვენ არ გვერგება, კანონი ჩვენ გვაჩმორებს, მიშჩოილარს აგულავებს!!!

P.S. აბსოლუტურად ვეთანხმები დავით ქართველიშვილს, მოთმინების ძაფი სადაც არის გაწყდება!
2 წლის უკან