ჩინეთის თავდაცვის უწყება: ტაივანის საკითხზე კომპრომისისთვის სივრცე არ არსებობს და აშშ-ს ამის ილუზია არ უნდა ჰქონდეს

ჩინეთის თავდაცვის უწყება: ტაივანის საკითხზე კომპრომისისთვის სივრცე არ არსებობს და აშშ-ს ამის ილუზია არ უნდა ჰქონდეს

ტაივანის საკითხზე კომპრომისისთვის სივრცე არ არსებობს და აშშ-ს ამის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, - განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამერიკულმა მხარემ ბევრი უპასუხისმგებლო რამ თქვა და ბევრი პროვოკაციული რამ გააკეთა. განსაკუთრებით ტაივანის საკითხზე კომპრომისისთვის სივრცე არ არსებობს და აშშ-ს ამის ილუზია არ უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნეს ჩინეთის თავდაცვის უწყებაში.

16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.

10 ნოემბერს, ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

28 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის კონტაქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აშშ-ს მოუწოდებს, ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.